x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალი, რომელმაც თავისი სილამაზით მსოფლიო დაატყვევა- ის, დღესაც ცოცხალია
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას და მსოფლიო ისტორიას თუ უბრალოდ ჩვენს მიმდინარე დღეებში, არაერთი ცნობილი თუ უცნობი ლამაზმანი ახსოვს ნებისმიერ ჩვენგანს.


ზოგადად სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია, ვიცით, თუმცა დღევანდელი სტატიის თემა, ფიზიკურ კრიტერიუმებს მოიცავს.

image


ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი 50-იან წლებში იყო Betty Brosmer-ი, რომელმაც სამოდელო კარიერა ძალიან ახალგაზრდა, 13 წლის ასაკში დაიწყო. უდაო სილამაზემ კი განაპირობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მოდელი გამხდარიყო.



image


მისი გარეგნობის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო ბუნებრივად ვიწრო წელი (46სმ), ასევე მოხდენილი თეძოები (96სმ) და მკერდის გარშემოწერილობა (91სმ). ეს პარამეტრები სრულიად უსვამდა ხაზს მის ქალურობას, ქარიზმას და სახის საოცარმა ფოტოგენურობამ, სრულიად იდეალურად აქცია. წარმატებაც არ აყოვნებდა და ბეტი გამუდმებით იყო გაუთავებელი კონკურსების გამარჯვებული: "მის ფიგურა", "მის TV", "მის ლურჯი თვალები" და ა.შ.


image

image



ბეტი იყო ერთადერთი მოდელი, რომელიც ფლობდა საავტორო უფლებას საკუთარ ფოტოებზე და მისი ნებართვის გარეშე, ვერცერთი ჟურნალი და გაზეთი პირადი მიზნებისთვის ვერ გამოიყენებდა.



imageimageimageimageimageimageimage






ბეტი იყო Marilyn Monroe და Jane Mansfield-ის წინამორბედი მოდელი.


26 წლის ასაკში, ბეტი ცოლად გაყვა საქვეყნოდ ცნობილ ბოდიბილდერ Joe Vader-ს, რომელიც ასევე ბოდიბილდინგის ასოციაციის და კონკურსი "მის და მისტერ ოლიმპიის" დამფუძნებელიც იყო.


imageimage


მეუღლის შთაგონებით, ბეტიმ დატოვა სამოდელო კარიერა და მხოლოდ ბოდიბილდინგის განვითარებისთვის ხელშესაწყობ საქმეებში იღებდა მონაწილეობას. ის გახდა სპორტული ჟურნალი Weider-ის სახე და არნოლდ შვარცენეგერის გამოჩენა ბოდიბილდერების სამყაროშიც, სწორედ ბეტის სახელს უკავშირდება.


image



2012 წელს ბეტის მეუღლემ დატოვა ჩვენი სამყარო, თუმცა ბეტი კვლავ შესაშურ ფორმაშია და აგრძელებს სპორტული ჟურნალის გამოცემას ცნობილი პუბლიკაციით "ძალა და სილამაზე".


image





იხილეთ აგრეთვე:


image

3
4692
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4692
  
2019, 28 მარტი, 0:54
საინტერესო სტატიაა.. არ ვიცოდიი მის შესახებ ნამდვილად შესაშური გარეგნობა აქვს :))
2018, 11 ივნისი, 9:27
მერლინ მონროსაც კი ჯობდა მგონი
0 1 3