x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცნობილი ქართველები, რომლებიც 50 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურებიან
image
" ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურაში და არც მის ვარცხნილობაში. ეს სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია. იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება. იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს. ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება." - ამბობდა მსოფლიო სილამაზის, სინაზისა და ელეგანტურობის ეტალონი ოდრი ჰეპბერნი

კოკო შანელის აზრით კი ქალს 20 წლის ასაკში ის შესახედაობა აქვს, რომელიც მას ბუნებამ უბოძა, ხოლო 50 წლის ასაკში მისი სახე ისე გამოიყურება, როგორსაც ის იმსახურებს. წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებსაც ასაკი არ ეტყობათ, შეიძლება არც კი დაიჯერებთ როცა გეტყვით, რომ ამ ქალბატონებმა ნახევარ საუკუნეს უკვე მიაღწიეს, ზოგიერთმა მათგანმა გადააბიჯეს კიდეც.


ფოტო: ჟურნალი OK!

image ეკა ჩხეიძეს შესანიშნავი ვიზუალი და ტალანტი გენეტიკურად გადმოჰყვა, ის ლეგენდარული ქართველი მსახიობის მედეა ჩახავას შვილიშვილი და რეჟისორ თემურ ჩხეიძის შვილია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. გადაღებულია 10-მდე მხატვრულ ფილმში, წლების განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო სახე შექმნა კინომსახიობთა თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ეკა ჩხეიძე ამბობს, რომ ბებიის, მედეა ჩახავას რეცეპტი იმისათვის, რომ კარგად გამოყურებოდე არის, ადამიანის ხასიათი და განწყობა, აუცილებელია გქონდეს პოზიტიური განწყობა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში.



image ეკა ჩხეიძე არც მეტი არც ნაკლები 53 წლისაა და ასე გამოიყურება. მსახიობმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული კატა ჯიქიას როლით მოიპოვა.


image



image მსახიობ ია ფარულავას გარეგნობაზე საუბარი მას შემდეგ არ წყდება რაც ის დიდ ეკრანზე პირველად გამოჩნდა. იას 12 წლის ასაკიდან იღებდნენ ფილმებში. მისი სილამაზით თავის დროზე რობერტ დე ნიროც კი მოიხიბლა და მოსკოვის 10 საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფესტივალის ყველაზე ლამაზ გოგოდ მან ფარულავა აირჩია.

image ია ფარულავა 50 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება, როგორც თავად ამბობს მას საკუთარი გარეგნობა ახლა უფრო მოსწონს, ვიდრე წლების წინ. მას წლების განმავლობაში ჰქონდა გადაცემა: "ჩემი მშვენიერი ლედი", სადაც ქალებს იმიჯს უცვლიდა და ალამაზებდა, თავად კი როგორც სილამაზის ექსპერტი და "კეთილი ფერია" ისე წარსდგებოდა მაყურებლების წინაშე. გადაცემა 2000-იან წლებში, საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.

image

ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ია ფარულავა და ეკა ჩხეიძე ჯგუფელები არიან, ისინი თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდნენ.

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი სტუდენტობისას - ფოტოზე ია ფარულავა და ეკა ჩხეიძე 1987 წელს

image




image ეკა კახიანს საზოგადოება, როგორც მომღერალს უფრო იცნობს, ვიდრე როგორც მსახიობს, თუმცა პროფესიით მსახიობია, მან თეატრალურ ინსტიტუტის სწორედ ის ცნობილი ჯგუფი დაამთავრა, სადაც ეკა ჩხეიძე და ია ფარულავა სწავლობდნენ. ეკა კახიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან მოექცა, ის ყველასათვის საყვარელი ანსამბლ "მზიურის" წევრი გახლდათ.

დღეს ეკა კახიანი 54 წლისაა და არაჩვეულებრივად გამოიყურება:

image მრავალ პოპულარულ სიმღერასთან და კლიპთან ერთად აღსანიშავია მისი როლი, 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ ტელესერიალში "ძილის წინ" - ლელა დეკანოსიძე

image

ეკა კახიანი და ია ფარულავა თეატრალურ ინსტიტუტში, ჯგუფელებთან ერთად

image




0
1941
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0