x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გამოიყურება "ბრილიანტის ხელის" ვარსკვლავი 78 წლის ასაკში?
image "მე ვალდებული ვარ, რომ სულ ფორმაში ვიყო, ხშირად არის შემთხვევები, როცა ქუჩაში მაჩერებენ, 30 წლის წინ გადაღებული ფილმებიდან მცნობენ, მოდიან და მეუბნებიან, მე თქვენ გიცნობთ, მაგრამ საიდან? ამ დროს ვხვდები, რომ მართლაც კარგ ფორმაში ვარ.." - აცხადებს ლეგენდარული კინომსახიობი სვეტლანა სვეტლიჩნაია. მას გასული საუკუნის 60-იან წლებში უკვე უწოდეს ყველაზე ცნობილი ქერა ქალი საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებული პოპულარობა 1968 წელს გამოსულ კომედიაში "ბრილიანტის ხელი" შესრულებული ქერა ქალის - ანა სერგეევნას როლით მოიპოვა. ამბობს რომ ეს მისთვის საეტპო და ამავე დროს ყველასთვის სანატრელი ვარსკვლავური როლია, ამაყობს რომ კარგად ითამაშა ფილმში.

დღეს სვეტლანა სვეტლიჩნაია 78 წლისაა და ასე გამოიყურება:

imageimage
მსახიობი დღესაც ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად ესწრება სხვადასხვა კინოფესტივალებს სადაც ხან ჟიურის წევრად ხანაც საპატიო სტუმრად ეპატიჟებიან. ასევე იუმორით იხსენებს ფაქტს, როცა ფილმიდან "ბრილიანტის ხელი" მისი გმირი უნდა ამოეჭრათ, ამ უსიამოვნო შემთხვევისგან ის ბრეჟნევმა იხსნა:


" ასეთი წესი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ყველა ახლადგამოსული ფილმი დამტკიცების შემდეგ პირველ რიგში გენერალურ მდივანს უნდა ენახა, ბრეჟნევს მიუტანეს აგარაკზე სანახავად, მოსწონებია, ბევრი უცინია ამ ფილმზე, გავიდა რაღაც დრო, კიდევ მოუთხოვია ფილმის ნახვა, მიუტანეს, მაგრამ ჩემი როლი უკვე ამოჭრილი იყო, ცენზურამ ამოჭრა, ბრეჟნევი გაგიჟდა, სად არისო იქ ქალი? და ასე დამაბრუნეს ფილმში, მე ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო ჩემი როლი, ეს ფილმი წააგებდა.."


image ფილმი ცენზურას გადაურჩა, სვეტლიჩნაია კი საბჭოთა კავშირის სექს-სიმბოლოდ იქცა, მსახიობი ფიქრობს, რომ დღეს მსგავსი სცენების თამაში არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მაშინ კი, როცა არც ერთ ფილმში არ არსებობდა მსგავსი სცენები საკმაოდ რთული იყო იმ ზღვარზე გავლა, რომ არ ყოფილიყავი ვულგარული, ზედმეტი არ მოგსვლოდა.

image " მე ზუსტად ვიცი სად უნდა გავალო ზღვარი, რომ ზედმეტი არ მომივიდეს, სხვა გამოუცდელ მსახიობს რომ ეთამაშა შეიძლებოდა ზედმეტი მოსვლოდა, იცით, მე ნიკულინსაც ავუგე თამაში, გადამღები ჯგუფი მითითებებით პირიქით ხელს გვიშლიდა, მე ვუთხარი ნიკულინს, მოდი რა ჩვენით გავაკეთოთ იმპროვიზაცია ამ სცენისთქო, ასე მოვიქეცით და კარგიც გამოვიდა.." - სვეტლანა სვეტლიჩნაია.

მსახიობი ახალგაზრდობაში

image


image

სვეტლიჩნაიას მეუღლეც ასევე ცნობილი მსახიობი იყო, წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდა რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა. მსახიობს ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას ერთი ვაჟი გარდაეცვალა.

სვეტლანა სვეტლიჩნაია მეუღლესთან, ვლადიმირ ივაშოვთან ერთად

image

"ბრილიანტის ხელის" გარდა მსახიობმა არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საბჭოთა მაყურებელს მისი ეს როლი დაამახსოვრდა განსაკუთრებულად. სვეტლიჩნაია ერთ-ერთ როლს, გერმანელ ქალს - გაბის თამაშობდა პოპულარულ საბჭოთა სერიალში: " გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება"

სერიალიდან "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება"

image

ევროპულ კინოს თუ ჰყავდა ბრიჯიტ ბარდო, საბჭოთა კინემატოგრაფში სექს-სიმბოლოს სტატუსი სვეტლანა სვეტლიჩნაიას ეკუთვნოდა. დღეს ეღიმება, როცა იხსენებს რომ ახალგაზრდობაში ბევრი მსახიობით იყო მოხუიბლული და ბაძავდა კიდეც მათ. image ამბობს რომ ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა, ფასეულობები შეეცვალა:

" ხშირად მისვამენ ასეთ შეკითხვას: ვინ მოგწონთ? მე ვპასუხობ, ვინაიდან მე შევიცვალე და ჩემი ფასეულობები შეიცვალა, 30 წლის წინ რომ გეკითხათ გეტყოდით, რომ მე მომწონს სიმონა სილიორე ან სოფი ლორენი, დღეს მომწონს ერთი ქალი - სვეტლანა სვეტლიჩნაია "

imageimage

3
492
4-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
492
  
2018, 4 ივნისი, 16:57
კი, ქუდით და ამ სტილით მართლაც ჰგავს ჯეინ ფონდას.
2018, 2 ივნისი, 17:59
სად ბრიჯით ბარდო და სად სვეტლიჩნაია...ჩინურ პადდელკას ჰგავს..
2018, 31 მაისი, 21:33
მეორე ფოტოზე ჯეინ ფონდას ჰგავს და ქუდები და თავსაბურავები უხდება ძალიან. იპოვა თავისი სტილი.
0 1 3