x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბრაჰმანიზმი - უძველესი ინდური რელიგია, რომელმაც სათავე დაუდო ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს
ინდური სამება - ტრიმურტი


დაახლოებით ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ინდოეთში დაიწყო ახალი რელიგიის - ბრაჰმანიზმის გავრცელება. და შეიქმნა მათი წმინდა წერილები - უპანიშადები. უპანიშადების უძველესი ნაწილები ძვ.წ. მე-8 საუკუნეში დაიწერა, მათი უდიდესი ნაწილი კი ძვ.წ. მე-7 და ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. უპანიშადები დაახლოებით 200-მე ნაწარმოებს შეიცავს. გუპტების დინასტიის მმართველობისას - ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-4 საუკუნეებში ბრაჰმანიზმმა თითქმის სრულად განდევნა ბუდიზმი ინდოეთის საზღვრებს გარეთ და მთელი ინდოეთის დომინანტურ რელიგიად იქცა. ბუდიზმის ინდოეთიდან სრული გაქრობა კი მხოლოდ ახ. წ. მე-11 საუკუნეში დასრულდა.


ამ რელიგიის მთავარი ღვთაება არის ბრაჰმა. ბრაჰმანიზმის მიხედვით ბრაჰმას წარმოშობა რაღაც კვერცხივით სივრცეს - პირველქმნილ მემბრანას უკავშირდება, რომელშიც ის განვითარდა და შემდეგ თავისი ფიქრის ძალით მისგან გამოვიდა. შემდეგ ამ მემბრანის ნაწილებისგან შექმნა ეს სამყარო, სამყაროს 5 ელემენტი - წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი. ბოლოს კი ყველა ქმნილება, რომელიც ამ სამყაროშია. თვითონ ყველაზე მაღალ განზომილებაში - ე.წ. მეშვიდე ცაზე დამკვიდრდა. ბრაჰმანიზმის მიხედვით სწორედ ეს ადგილია, სადაც სიკვდილის მერე ადგილს იმკვიდრებენ მართალთა სულები. ბრაჰმა სამყაროს არსია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყოველივეს. უპანიშადებში, რომელიც წმინდა ტექსტებია ნათქვამია, რომ ბრაჰმასგან იღებენ სათავეს სხვა ღვთაებებიც, ბრაჰმას გვერდით ვიშნუ და შივა უფრო ანთროპომორფულნი არიან. სწორედ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ჩნდება პირველად ღმერთი სამების სახით და ეს ინდოეთში მოხდა - მას ჰქვია ტრიმურტი ანუ სამპიროვნული ღმერთი. ამათგან ბრაჰმა შემქმნელია, ვიშნუ შემნახველი და შივა გამანადგურებელი. ბრაჰმასგან გამომდინარეობს ყოველივე არსებული და ისინი ბოლოს შივას მიერ განადგურებულნი, კვლავ უბრუნდებიან ბრაჰმას წიაღს და შემდგომ ისევ განსხეულდებიან არსებულ არსებებად. ეს სიცოცხლისა და სიკვდილის მარადიული წრებრუნვაა.


სამება - ტრიმურტი



ბრაჰმანიზმის წმინდა ტექსტებში არის ერთ-ერთი თავი "მარკანდეიას ხილვანი", სადაც პირველად ჩნდება დედამიწაზე ადამიანად მოვლინებული ღვთის სიტყვისა. განდეგილი, სახელად მარკანდეია ამ ამბის თანახმად ბრძენი იყო, რომელმაც 1000 წელი იცოცხლა, იმოგზაურა დედამიწაზე, მოიხილა მრავალი ადგილი და შეიმეცნა უამრავი რამ. ის დიდ ყურადღებას აქცევდა ფსიქიკურ, სულიერ განვითარებას და ამ ათასწლოვანი შემეცნების და სულიერი ზრდის შემდეგ, მოგზაურობის დროს იხილა ბანანის ხეზე მჯდარი ულამაზესი ბიჭი, რომელმაც თავი ღვთის ძედ გააცნო: "მე ვარ ვიშნუ, ვისაც ეკუთვნის სამყარო ესე, შენ ამაყობ ათასწლოვანი სიცოცხლით, მაგრამ იცოდე, ბრაჰმასთვის 12 ათასი წელი მხოლოდ 1 დღეა."


კავშირები იესოს პერსონაჟსა და ვიშნუს პერსონაჟს შორის


ამ ტექსტიდან შემოვიდა ბრაჰმანიზმში იდეა სამყაროს ციკლებად დაყოფისა და ბრაჰმას ღამის დადგომისა. ყოველი ციკლი 12 ათას წელს მოიცავს. შემდეგ კი ბრაჰმა იძინებს. დგება ბრაჰმას ღამე და ყოველივე წყვეტს არსებობას. თითქოს დრო ჩერდება სამყაროში. არსებები ამას ვერც კი ამჩნევენ და ასე გადის 12 ათასი წელი. შემდეგ კვლავ იღვიძებს ბრაჰმა და ყველაფერი კვლავ მოძრაობაში მოდის - იწყება ახალი 12 ათასწლიანი ციკლი. ბრაჰმანიზმის მიხედვით კაცობრიობის მთელი ისტორია იყოფა 4 ხანად ანუ იუგად, რომელიც ერთმანეთს ცვლის როგორც წელიწადის სეზონები ცვლიან ერთმანეთს. ამ ხანებს ეწოდება ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და ბნელი ხანები. პირველ ხანაში კაცობრიობა ყველაზე წმინდა და კანონმორჩილია. მეორე ხანაში ცოტა იკლებს კანონმორჩილება და სიწმინდე, მეოთხე ხანაში კი ცოდვებში იძირება მთელი მოდგმა და ხდება განადგურება, შემდეგ კვლავ პირველი ხანა დგება და კაცობრიობა კვლავ წმინდაა და ეს ციკლი გრძელდება მუდამ. აქ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი წარღვნასთან, რომელიც აბრამიტულმა ღმერთმა ცოდვებში ჩაძირული კაცობრიობის გასაწმენდად მოავლინა.


წარღვნა - გუსტავ დორეს ბიბლიური ილუსტრაცია


ბრაჰმანიზმში არის პირველი ადამიანის ცნებაც. მას ჰქვია ატმანი (როგორც ადამი ბიბლიაში).

ნათლობის რიტუალიც სწორედ ინდუიზმიდან იღებს სათავეს. ბრაჰმანიზმში დღეში ორჯერ ლოცულობენ დილას და საღამოს. განწმენდის რიტუალი კი მდინარეში ხდება თავზე წყლის დასხმით. ეს განწმენდის რიტუალი იქნა გადმოღებული ქრისტიანობაშიც და ნათლობად იწოდება, მაგრამ იდუიზმისგან განსხვავებით მას მხოლოდ ერთჯერადი სახე აქვს. ბრაჰმანიზმში 4 წლის ბავშვებს ნათლავენ ღვთაების სახელზე და ამის ნიშნად თმებს კვეცენ. (სწორედ ასე ხდება ქრისტიანული ნათლობის რიტუალის დროსაც).


სწორედ ინდუიზმიდან შემოვიდა სანთლების დანთების ტრადიციაც, ინდოელებს თავისი სამებისთვის - ბრაჰმასთვის, ვიშნუსა და შივასთვის ანთებენ კანდელებს, პატარა სანთლებს და ლამპრებსაც კი და ეს მსხვერპლშეწირვად მიიჩნევა. ასევე ხილი ყვავილები ან კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი მიაქვთ ძღვენად ტაძრებში. ამით მათ ჩაანაცვლეს არიელების მიერ ინდოეთში ძვ.წ. მე-18 საუკუნეში შეტანილი ღმერთისთვის ცხოველების მსხვერპლშეწირვის სისხლიანი ტრადიცია. სწორედ ეს პრინციპი დამკვირდრა ქრისტიანობაშიც მოგვიანებით სწორედ ბრაჰმანიზმის მიბაძვით.


სურათზე დამოსახულია შივა და წმინდა მდინარე განგი, რომელიც ბრაჰმანიზმის მიხედვით ციდან დაეშვა დედამიწაზე და ამიტომ ის წმინდაა. ვინც მასში განიბანება ცოდვები მიეტევება.


შივა და წმინდა მდინარე განგი,  რომელიც ციდან დაეშვა


ბრაჰმანიზმში არის რეინკარნაციის სისტემა - სულების ხელახლა განსხეულების, სიკვდილისა და ისევ დაბადების სისტემა. კარმა კი არის რეინკარნაციის მამოძრავებელი ძალა. კარმა არის წინა ცხოვრებაში ჩადენილი საქმეების ჯამი, რომლის მიხედვითაც სული გარდასხეულდება მომდევნო ცხოვრებაში სხვადასხვა არსებად დამსახურებისდა მიხედვით. ეს შეიძლება იყოს მცენარიდან ან თუნდაც სოკო ან ბაქტერიიდან ადამიანამდე. თავად ადამიანად მოსულებშიც არის განსხვავება და კარმის მიხედვით იქმნება დაახლოებითი ბედი ადამიანისა. მაგალითად თუ წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო ბოროტი, მკვლელი, აგრესიული, სხვებს შეურაცხყოფდა, ამით უბინძურდება კარმა და შემდეგ ცხოვრებაში იქნება ასეთივე ადამიანების მსხვერპლი, ან იქნება დაავადებული მძიმე დაავადებით, რთულ შემთხვევებში კი მოვა არა ადამიანად, არამედ სხვა არსებად, მაგალითად ძაღლად, ღორად, მაიმუნად და ა.შ. სულთა წასვლა-მოსვლის ამ წრებრუნვას სანსარა ეწოდება. საერთოდ ინდუისტური რელიგიების და აქედან გამომდინარე ბრაჰმანიზმის მიხედვითაც ადამიანის მთავარი მიზანი არის ამ რეინკარნაციის მოჯადოებული წრიდან გაღწევა და კარმის იმდენად შემსუბუქება, რომ ბრაჰმამ ჩათვალოს სული ღირსად რომ აღარ მოვიდეს სკვდილის შემდეგ ისევ ახალ სხეულად და სამუდამოდ დაემკვიდროს სასუფეველი მე-7 ცაზე, სადაც თავად ტრიმურტი ანუ სამება მკვიდრობს.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
763
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0