ადამიანი, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურება და ყურებზე საკმაოდ დიდი ნახვრეტები აქვს, ჰავაიზე ცხოვრობს და იგი კალა კაივის სახელით და გვარით არის ცნობილი. მას ყურებზე იმდენად დიდი ნახვრეტები აქვს, რომ მისი დიამეტრი 109მმ-ს შეადგენს. ამის გამო იგი გინესების რეკორდების წიგნშიც შევიდა. მას ჰავაიზე საკუთარი ტატუ სალონი აქვს და მსურველებს სიამოვნებით ემსახურება. მას არა მარტო სახე, არამედ მთელი ტანი მოხატული აქვს, მაგრამ სახე მაინც განსაკუთრებულად გამოიყურება.