x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირმა ინაშვილი:არაადეკვატურობის ნიშნებს ვხედავ პარლამენტის წინ გამომსვლელთა ლექსიკასა და ტონალობაში

imageტელეჟურნალისტი და საქართველო პარლამენტის წევრი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებიდან“ირმა ინაშვილი სოციალური ქსელიდან მიმართვას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:


პუნქტებად ვწერ:


1. ნარკორეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა უნდა გაგრძელდეს!


2. სპეცოპერაციების სპეციფიკა უნდა დაიხვეწოს. ის უნდა შეეხოს ნარკოტიკის რეალიზაციაში ეჭვმიტანილებს და მინიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას უდანაშაულო საზოგადოებას, რომელიც კლუბში გასართობადაა მისული. გასაგებია, რომ სპეცოპერაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს რთული ამოცანაა, მაგრამ გასამიჯნია ერთმანეთისგან რეალიზატორი და კლუბში გასართობად მისული სტუდენტი. მაქვს რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სტრუქტურები დახვეწენ ამ მეთოდოლოგიას. გონივრული იყო პოლიციის ქმედება მთელი დღის მანძილზე. ვგულისხმობ, არაკონფრონტაციული და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფას.


3. სახელმწიფო და საზოგადოება ებრძვის ნარკოტიკის გამავრცელებლებს და ამავდროულად, ვხედავთ, რომ ეს ურთულესი პროცესი, გუშინდელი სპეცოპერაციის შემდეგ, გადადის პოლიტიკური პროტესტის ფორმატში. თავისუფალი სივრცის დაცვის ლოზუნგებს გადააჭარბა მკვეთრად პოლიტიკურმა მოწოდებებმა. მეჩვენება, რომ პოლიტიკური სარგებლის მიღების მსურველები საკუთარ დღის წესრიგს სთავაზობენ პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ჯგუფს. ახლა იმდენი ლოზუნგი დაიკიდა, მთავარი აღარ ჩანს.



4. გული მწყდება, რომ ახალგაზრდობის ეს ფენა, რომელთა შორის ბევრი ნარკოტიკის არამომხმარებელია, მსგავსი ემოციით და მონდომებით არ რეაგირებდა 2010-2011 წლებში პატიმრების მასობრივი წამების ფაქტებზე, ახლა არ რეაგირებენ იგივე... კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის და განადგურების თემაზე. ტანძიას გაგახსენებთ. იქ ხვალ ადგილობრივი მოსახლეობა RMG- ის წინააღმდეგ გამოდის. რამდენი მომიტინგე შეუერთდება ტაძიელების პროტესტს? არ მტოვებს განცდა, რომ წლების მანძილზე თაობის ეს ნაწილი, უბრალოდ, გაგვისხლტა ხელიდან და, ჩვენი ინდიფერენტულობის გამო, ღამის კლუბების ამარა დავტოვეთ. მათთვის სახელმწიფომ ვერ გაიმეტა ხელმისაწვდომი განათლება, სამუშაო ადგილები, სპორტული დარბაზები... ადგილი ვერ გაიმეტა, ამიტომ ისინი გაიქცნენ და ღამის კლუბების სამყაროში იპოვეს საკუთარი თავი... ახლა დააკვირდით: თან, გვეუბნებიან, რომ ფასეულობების, მათი თავისუფლების დასაცავად იბრძვიან, გვეუბნებიან, რომ ნარკოტიკის რეალიზატორები უნდა დავსაჯოთ, მაგრამ ჩვენი ერისთვის ყველაზე ფასეულ, ყველაზე ტრაგიკულ მემორიალზე როკვა უხერხულობას არ უქმნით. მე ეს არ მომწონს, მე ეს მაწუხებს, როცა 9 აპრილის მემორიალი ვიღაცას საცეკვაო არენა და მისი "პირადი თავისუფლება" ჰგონია. ეს ჩვენი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა და მოვითხოვ, მას პატივი სცენ.


5. ამ ადგილზე ჩემს თაობას არა ერთი აქცია ახსოვს. ამ აქციებზე, როგორც წესი, იმ ეპოქის ავტორიტეტები გამოდიოდნენ, რომლებსაც კანდელივით შესციცინებდა ახალგაზრდობა. ყოველი მოწოდება და სიტყვა გაჟღენთილი იყო მაღალი ეროვნული თვითშეგნებით, ზრდილობით, ზნეობით და კორექტულობით. ლაშა ბუღაძე, ვინმე წიქარიშვილი და ვინმე მძიმე კაცი ჩემი თაობის ავტორიტეტები ნამდვილად ვერ იქნებოდნენ. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე- კი!


6. ფრთხილი ვარ შეფასებებში, ფრთხილი ვარ სიტყვებში, არ მინდა, მწვანეთმიანი გოგონა მარტო იმიტომ დავგმო, რომ მას ცეკვა უყვარს, მწვანე თმა მოწონს, რაღაცით განსხვავებულია და ღამის კლუბის სივრცეში საკუთარი მარტოობის მოკვლის სივრცე ოპოვა... არც იმას ვფიქრობ, რომ ყველა, ვისაც ეკრანზე ვხედავთ, ნარკოტიკის მომხმარებელია, მაგრამ ამ განსხვავებულ ბიჭებს და გოგონებს უნდა ესმოდეთ, რომ სახელმწიფო დღეს მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ნარკოტიკის მოხმარებისა და რეალიზაციის ის მასშტაბი, რაც სახეზეა, ტრაგიკულია. სპეცოპერაციები შეცდომების, დარღვევების, ზოგჯერ უხეში გადაცდომების გარეშე საქართველოში კი არა, ინგლისსა და ავსტრიაში ვერ ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ მტკივნეულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ ის, რომ ნარკორეალიზატორების დასჯის თემა პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლის თემით გადაიფაროს, მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესშია. ეს ბოროტი სპეკულაციაა, არაა სწორი და ადეკვატური. და, ნუ მიწყენთ, რომ ამ არაადეკვატურობის ნიშნებს ვხედავ პარლამენტის წინ გამომსვლელთა ლექსიკასა და ტონალობაში."-წერს ინაშვილი

image

1
226
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
226
  
2018, 13 მაისი, 11:38
პოლიცია უნდა ცდილობდეს,სპეცოპერაციისას რაც შეიძლება ნაკლები ხალხი დაზარალდეს,რაც შეიძლება ნაკლები ხმაურით დააპატიმრონ დამნაშავე პირი ან პირები.ესენი კი ყველაფერს პირიქით აკეთებენ,ალბათ პროფესიონალიზმის ნაკლებობის ბრალია.
0 1 1