იარაღი და ტექნიკა სარა ვინჩესტერი და მისი საიდუმლოებებით მოცული სახლი 2018, 9 მაისი, 16:20 მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, ოლივერ ვინჩესტერმა შექმნა იარაღი და მისი წარმოება დაიწყო. მისმა თოფემა და სხვა იარაღებმა, მალევე მოიპოვეს პოპულარობა. თუმცა, ოლივერ ვინჩესტერს არამარტო სიმდიდრე მოუტანა იარაღის წარმოებამ, ასევე -სყევლაც. სარა ვინჩესტერი იყო, ოლივერ ვინჩესტერის ვაჟის, უილიამის მეუღლე. მამა და შვილი - ოლივერი და უილიამი, ორივე იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი.ამის შემდეგ სარაც ცხოვრებაში იწყება ტრაგედიების სერია..... სარამ ერთადერთი ქალიშვილი მცირეწლოვან ასაკში დაკარგა. ხოლო, შემდეგ კი ამას მოყვა მალევე საყვარელი მეუღლის გარდაცვალებაც. 27 წლის სარა ხდება მემკვიდრე ძალიან დიდი ქონების. აქედან იწყება სარა ვინჩესტერის სახლის ისტორიაც.... ვინჩესტერების სახლი მედიუმთან ვიზიტის დროს, სარა გამოიძახებს საკუთარი მეუღლის სულს. მისგან გებულობს, რომ ვინჩესტერები დაწყევლილია და ყველაფერი რაც მის თავს მოხდა გამოწვეულია იმ სულებისგან, რომლებიც მოკვდნენ "ვინჩესტერით". იმისათვის, რომ ქვრივს თავიდან აეცილებინა სიკვდილი, უნდა აეშენებინა განსაკუთრებული სახლი . უამრავი ოთახით, რომ სულებს არ შეძლებოდათ მისი ნახვა. მედიუმის თქმით, აუცილებელი იყო, რომ მშენებლობა არ გაჩერებულიყო, რადგან თუ "ჩაქუჩის ხმა შეჩერდებოდა, სარაც მოკვდებოდა" 24 საათის განმავლობაში, ჩაქუჩის ხმა არ წყდებოდა. სარა, თავად ხატავდა სახლის გეგმას. ამრიგად, სახლი მუდმივად შენდებოდა. სახლში იყო უამრავი ოთახი, უამრავი კიბე, რომელსაც არსად არ მივყავდით. ასევე კარები, რომლებიც პირდაპირ გარეთ გადიოდა. ამით, სარა ცდილობდა "სულების შეცდომაში შეყვანას", რომ მათ არ მიეგნოთ მისთვის. სარა, ყოველ ღამეს სხვადასხვა საძინებელში ატარებდა. სახლი მდებარეობს ქალაქ სან ხოსეში, კალიფორნიაში. შენობაში 160 ოთახი, 40 კიბე, 2 000 კარები, 10 000 ფანჯარა, 6 სამზარეულო, 47 ბუხარია. თქვენს წინაშეა ვინჩესტერების სახლის პირვანდელი სახე, მიწისძვრამდე, რომელმაც სახლის ნაწილი დაანგრია. მისტიური 13 აღსანიშნაია, რომ ოთახებს ქონდათ 13 ფანჯარა, ფანჯრებს ცამეტი მინის ნაწილი, პარკეტის იატაკი 13 ნაწილისაგან შედგებოდა, კედელებს 13 პანელი ქონდათ, კიბეებს, ერთის გარდა 13 საფეხური ჰქონდა. შენობას 13 გუმბათოვანი სახურავი აქვს. სახლში და გარეთაც უამრავი სარკე იყო. დიასახლისს სჯეროდა, რომ მოჩვენებებსა და სულებს, საკუთარი გამოსახულების ძალიან ეშინიათ. ოთახებს ქონდათ საიდუმლო გასასვლელები, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუმჩნევლად გაპარულიყო ოთახიდან. გარდა ამისა, სარა ერთდროულად იცვამდა რამდენიმე კაბას, რომ სწრაფად შეეცვალა იერსახე.როგორც ვინჩესტერების სახლის მმართველი იუწყება, სახლში ხშირად ისმის ფეხების ხმა, კარების კრიჭინი, სინათლეც ციმციმებს. ხოლო ონკანიდან ხშირად წყალი თავისით მოდის. ხოლო, ღამით სარა ვინჩესტერის სულიც დაუნახავს. სარა ვინჩესტერი 1922 წელს, 85 წლის ასაკსი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ავეჯი მის ნათესავ გადასცა, (ერთი ანდერძი13-ჯერ გადაწერა) ხოლო სახლი არავისთვის არ დაუტოვებია. ვინჩესტერების სახლზე რამდენიმე ფილმი შეგიძლიათ ნახოთ, ან წაიკითხოთ. სარა ვინჩესტერი 268 4-ს მოსწონს
|