x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511340
მორიგი სკანდალი , ივანიშვილმა რუსული არხი გახსნა?

imageსათაურის ბოლოში კითხვის ნიშანი იმიტომ დავსი, რომ მე პირადად ეს არ მჯერა, მაგრამ ის ხალხი ვინც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი ამ ფაქტს ადასტურებს და აი ფოტოზეც ხედავთ რუსეთის დროშას და რამდენიმე რუსულ პოპულარულ არხს. საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილის მეცხრე არხიც რუსულ ფერებში არის გაწყობილი. ამ ფაქტმა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხალხში. ამის გარდა იმასაც ამბობენ, რომ მათ სურთ რუსთავი 2 -ის ჟურნალისტების გადაბირება. როცა ირაკლი ტრიპოლსკი ივანიშვილის ტელევიზიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, მაშინ მისთვის მიცემულ დავალებებს შორის ერთ-ერთი მთავარი დავალება იყო, რომ მას დიდი ანაზღაურების შეპირების სანაცვლოდ, უნდა მოეხერხებინა რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გადაყვანა მეცხრე არხზე. ირაკლი ტრიპოლსკიმ ეს ვერ შეძლო. შესაძლოა, სწორედ ესეც გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.რაც შეეხება ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს, ის ამ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან შეეცადა რუსთავი2-ის ჟურნალისტებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი ყოველივე ცდა ამ მიმართებით, ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც ეს ირაკლი ტრიპოლსკის შემთხვევაში მოხდა. მე პირადად არ მივეკუთვნები იმ ხალხის კატეგორიას ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოგზავნილია, მაგრამ ეს ფაქტები მაინც არ მომეწონა, განსაკუთრებით მეცხრე არხის ლოგო, ვერ ვხვდები არ შეიძლებოდა საქართველოს დროშის ფერებში გაკეთებულიყო? ანდა რუსეთის გარდა ნებისმიერ ფერში.

2
348
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
348
  
2012, 30 ივნისი, 11:10
ვინ იმკითხავა ..ყოჩაღ:P..ხვალ როგორი ამინდია ხომ არ იცი?
2012, 29 ივნისი, 22:42
არაფერია გამორიცხული მაგისგან
0 1 2