x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120570
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
თინა მახარაძე:შეფუთვაზე გამოსახული ორი თითის კომბინაცია გულისხმობს არა ჯვარს, არამედ მასტურბაციას
image

"საღად მოაზროვნე ადამიანებმა ეს პოსტი არ წაიკითხოთ, ახალს და საინტერესოს ვერაფერს ნახავთ.



შეფუთვაზე გამოსახული ორი თითის კომბინაცია გულისხმობს არა ჯვარს, არამედ მასტურბაციას. ინგლისურად fingeringიც ითქმის. Finger თითს ნიშნავს. Ing - ინგლისურში ზმნის განგრძობითი ფორმაა. ანუ თითები მოძრაობაში. არსებობენ ადამიანები (მრავლად), რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებთ მსგავსი სექსუალური აქტის როგორც გაცემა, ასევე მიღება. ისევე, როგორც ვიღაცას ღვინის სმა ყანწით ურჩევნია, როცა ამასობაში ვიღაც ჭიქით ამჯობინებს, ვიღაცას კი ღვინო იმდენად უყვარს, მიღების წესები ან მეღვინე მეასეხარისხოვანია. და თუ მე ღვინოს ვარეკლამებ, არავის საქმე არ არის, შეფუთვაზე ყანწს დავხატავ, თუ თუნდაც კრამიტის ნატეხს ან ბროლის ქოშს.

image

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ხელებზე მხოლოდ ხუთ-ხუთი თითი გვაქვს. რომ გვქონდეს 7, შეიძლება გაგვეწია ანგარიში და პირჯვარი სხვა თითებით გადაგვეწერა, სიამოვნება სხვა თითებით მიგვეღო, მაგრამ რადგან 5 გვაქვს, აქედან ცერა, საჩვენებელი და შუა თითი ყველაზე მუშა, გვიწევს თითების მსგავსი კომბინაციებით მოვაყაროთ მარილი საჭმელს, წკიპურტი ვკრათ არასასურველ ადამიანს, ვაკაკუნოთ მაგიდაზე ნერვიულობის დროს, გადავიწეროთ პირჯვარი და ბოდიში და დავან***ით. ღმერთს რო ვერ უტ***ბენ ხუთი თითის საკითხზე, ადამიანი ნახეს დაბალი ღობე და ჯარიმას უწერენ. არ ხართ თქვენ ნორმალურები."-წერს სოციალურ ქსელში



image

მსახიობი ქართული პრეზერვატივის, "აიისას"დაჯარიმებას გამოეხმაურა; შეფუთვაზე გამოსახური ორი თითის კომბინაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა.მოსამართლემ მიიჩნია, რომ ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვა არაეთიკური რეკლამაა, რაც ფიზიკურ პირთა, ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.


შეგახენებთ, რომ თბილისის მერიას პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა იდეამ" მიმართა განცხადებით.

3
1216
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1216
  
2018, 6 მაისი, 15:05
ეს თინიკო მახარაძე ვინღაა?
2018, 5 მაისი, 20:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 მაისი, 17:37
ორი თითით კათოლიკეები იწერენ პირჯვარს...
0 1 3