x
image
კატო ემხვარი
"ერთადერთი სილამაზე არის ჩვენი სული და შინაგანი სამყარო!" - ჯულია რობერტსის მიმართვა ქალებს
image


ჰოლივუდის მსახიობი და უმშვენიერესი ქალბატონი ჯულია რობერტსი განცხადებას ავრცელებს და მსოფლიოს ქალებს მიმართავს:


"სრულყოფილება – ეს ბევრი ერის ტკივილია. ჩვენ ვიფარავთ სახეს გრიმით, ვიკეთებთ ტონა მაკიაჟს, დიეტების დროს ვშიმშილობთ გულის წასვლამდე, აქეთ პილინგი, ბოტოქსი…ვცდილობთ ლამაზად გამოვაჩინოთ ის, რაც ბუნებრივად უფრო ლამაზია და უყურადღებოდ ვტოვებთ ყველაზე მთავარს.


იცით ეს რა არის?


ეს არის სული! სული, რომელიც მუდამ მზრუნველობას და გალამაზებას საჭიროვებს. როგორ და რატომ უნდა ელოდო ვინმე რომ შეგიყვარებს, როცა შენ თავად არ გიყვარს შენი თავი. გადაფარო შენი თავი და იყო კმაყოფილი? ეს ხომ სიცრუეა და თავს ვიტყუებთ, ნამდვილად კმაყოფილი ხართ ამდენი პლასტიკით და მაკიაჟით მიღებული თქვენი თავის? რა თმა უნდა არა. მინდა სწორად გაიგოთ-არ აქვს არსებითი მნიშვნელობა როგორ გამოიყურებით გარეგნულად, თუ შინაგანად სრულიად დაცლილი და ცარიელი ხარ!

დღეს მე ვაცხადებ: მე აღარ ვიხმარ მაკიაჟს, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით, დროა ნიღაბი ჩამოვიხსნათ. ვიცი, რომ უკვე ნაოჭები მეტყობა, მაგრამ მინდა მათ ვხედავდე-აი ეს ვარ ნამდვილი მე და მინდა მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ.

დროა შევიგნოთ რომ მსოფლიოს ხელოვნური ესთეტიკა მართავს, რომელმაც დაატყვევა ილუზიები გარეგნობაზე, ჩვენ ვართ ტყვეები იმ სტერეოტიპებისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი და ვწამობთ მთელი ცხოვრება, მე მსურს ვიყო ბუნებრივი და მივყვე დროს!

მე დავიღალე და ჩემს თავს ვეუბნები-სდექ!!! იგივეს მოგიწოდებთ თქვენს. დაფიქრდით ვინ ხართ! ვერასდროს ვერავინ შეძლებს 100%-ით დააკმაყოფილოს სილამაზის დაწესებული კრიტერიუმი. ერთადერთი სილამაზე არის ჩვენი სული და შინაგანი სამყარო! ეს სამუდამოა."


0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0