x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს... მამაჩემს სახე აქვს დასერილი.... თუ პოლიციასთან გნახავთ თავებს დაგაჭრითო

image


კასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს
.
„სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრით თავსო “-ამბობს საბინა ალახვერდოვა.
.
როგორც დიმიტრი აბრამოვი ამბობს სავარაუდოდ, ყაჩაღებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სახლში თანხასა და ძვირფასეულობას ინახავდნენ.
.
„ვიცით, რომ თანხა გაქვთო. ჩემი აზრით, ვიღაცამ გამოაგზავნა, თანხა გამოიტანეთო. ორს კალაშნიკოვი ჰქონდა ერთს კი აბრეზი“- ამბობს აბრამოვი.
.
ვიდეო ნახეთ აქ
0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0