x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პატარკაციშვილის ოჯახმა „იმედის“ გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები დაასრულა

image

.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იანი წილის Hunnewell Partners-ის მმართველი პარტნიორის, ირაკლი რუხაძის მფლობელობაში გადასვლის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
.
გავრცელებული ინფორმაციით, HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის.
.
„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის დას, მზია პატარკაციშვილს ესაუბრა.
.
„დეტალურ ინფორმაციას „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ არ ვფლობ. ვერ გეტყვით, რომ უარვყოფ, მაგრამ ვერც დავადასტურებ“, - განმარტა მზია პატარკაციშვილმა.
.
რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, როგორც კომისიაში განაცხადეს, ტელეკომპანიის ახალ მეპატრონეს მარუგულირებლისთვის წერილობით ჯერჯერობით არ მიუმართავს.
0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0