მოვლენები გაიცანით "მის მსოფლიო" 2018, 21 აპრილი, 12:04 "მის მსოფლიო" უძველესი საერთაშორისო სილამაზის კონკურსია, ის შექმნა ერიკ მორლეიმ 1951წელს გაერთიანებულ სამეფოში. კონკურსში 100 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ერიკი იყო შოუს ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლომდე, 2000 წელს, როდესაც ერიკი გარდაიცვალა მისი ადგილი მისმა ცოლმა ჯულიამ დაიკავა. თავდაპირველად კონკურსს ბიკინის ფესტივალი ეწოდებოდა, სახელი "მის მსოფლიო" კონკურსს იმდროინდელმა მედიამ დაარქვა. ეს იყო პირველი კონკურსი სადაც მონაწილეები ბიკინიში იყვნენ გამოწყობილები, ეს იმ პერიოდისთვის უცხო იყო, კონკურსმა საზოგადოებაში უარყობითი გამოხმაურება ჰპოვა, რელიგიური ტრადიციების მქონე ქვეყნებმა აღარ გაგზავნეს მონაწილეები კონკურსზე, ბიკინის კონკურსი პაპმაც დაგმო ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მონაწილეები ჩაცმულები ყოფილიყვნენ. ბიკინი საღამოს კაბებმა და კლასიკურმა სტილმა შეცვალა.
1959 წლიდან კონკურსი ტელევიზიით გადაიცემოდა BBC-ზე, რამაც მისი პოპულარობის გაზრდა გამოიწვია. 1960-70 წლებში კონკურსი ბრიტანეთის ყველაზე ყურებად შოუდ ითვლებოდა, თუმცა 1970 წელს კონკურსი ქალთა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ჩაშალა, ამის შემდეგ კონკურსის მიმართ გამოთქმულმა სხვადასხვა პრეტენზიამ შოუს რეიტინგი დაუგდო. 1980-წლიდან კონკურსს BBC აღარ უჩვენებდა, ბრიტანულ ტელევიზიაში კი 1988 წლის შემდეგ აღარ უჩვენებიათ. "მის მსოფლიოს" ორგანიზაციამ დაარსების დღიდან 250მლნ დოლარი დახარჯა ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.
წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულებს 1951 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.
2017.მანუში ჩილარი-ინდოეთი 2016.სტეფანი დელ ვალე-პერტო რიკო 2015.მირაია ლალაგუნა-ესპანეთი 2014.როლენ სტრაუსი-სამხრეთ აფრიკა 2013.მეგან იანგი-პილიპინები 2012.იუ ვენქსია-ჩინეთი 2011.ივიან სარკოსი-ვენესუელა 2010.ალექსანდრა მილს-აშშ 2009.კაიანი ალდორინო-გიბრალტარი 2008.ქსენია სუხინოვა-რუსეთი 2007.ჟანგ ჟილინი-ჩინეთი 2006.ტატიანა კუჩაროვა-ჩეხეთი 2005.უნურ ბირნა ვილჯალმსდოტირი-ისლანდია 2004.მარია ხულია მანტილა-პერუ 2003.როსანა დევისონი-ირლანდია 2002.აზრა აკინი-თურქეთი 2001.აგბანი დარეგო-ნიგერია 2000.პრიანკა ჩოპრა-ინდოეთი 1999.იუკტა მუკეი-ინდოეთი 1998.ლინორ აბარგილი-ისრაელი 1997.დიანა ჰაიდენი-ინდოეთი 1996.ირენე სკლივა-საბერძნეთი 1995.ჟაკლინ აგილერა მარკანი-ვენესუელა 1994.აიშვარია რაი-ინდოეთი 1993.ლიზა ჰანა-იამაიკა 1992.ჯულია კუროტჩინკა-რუსეთი 1991.ნინიბეტ ბეატრის ხიმენესი-ვენესუელა 1990.ჯინა მარი ტორესონი-აშშ 1989.ანეტა კრეგლიკა-პოლონეთი 1988.ლინდა პეტურსდოტირი-ირლანდია 1987.ულა ვაიგერსტორფერი-ავსტრია 1986.ჟიზელ ლარონდე-ტრინიდადი 1985.ჰოლმფრიორ კარლსდოტირი-ისლანდია 1984.ასტრიდ ჰერერა-ვენესუელა 1983.სარა-ჯეინ ჰუტი-გაერთიანებული სამეფო 1982.მარისელა ალვარეზი-დომინიკის რესპუბლიკა 1981.პილინ ლეონი-ვენესუელა 1980.კიმბერლი სანტოსი-გერმანია 1979.ჯინა სვაინსონი-ბერმუდი 1978.სილვანა სუარეზი-არგენტინა 1977.მერი სტავინი-შვედეთი 1976.სინდი ბრეკსპეარი-იამაიკა 1975.ვილნელია მერკედი-პუერტო-რიკო 1974.ანელინ კრიელი-სამხრეთ აფრიკა 1973.მარჯორი ვალეისი-აშშ 1972.ბეინდა გრინი-ავსტრალია 1971.ლუსია პეტერლი-ბრაზილია 1970.ჯენიფერ ჰოსტენი-გრენადა 1969.ევა რუბერ-სტაიერი-ავსტრია 1968.პენელოპე პლუმერი-ავსტრალია 1967.მადელინ ჰარტოგ-ბელი-პერუ 1966.რაიტა ფარია-ინდოეთი 1965.ლესლი ლანგლი-გაერთიანებული სამეფო 1964.ენ სიდნეი-გაერთიანებული სამეფო 1963.კაროლ კრავფორდი-იამაიკა 1962.კატერინა ლოდერსი-ნიდერლანდები 1961.როზმარი ფრანკლენდი-გაერთიანებული სამეფო 1960.ნორმა კაპაგლი-არგენტინა 1959.კორინ როტშაფერი-ნიდერლანდები 1958.პენელოპე ანე კოელინი-სამხრეთ აფრიკა 1957.მარიტა ლინდალი-ფინეთი 1956.პეტრა შურმანი-გერმანია 1955.სუსანა დუიჯმი-ვენესუელა 1954.ანტიგან კოსტანდა-ეგვიპტე 1953.დენის პერიერი-საფრანგეთი 1952.მეი-ლუის ფლოდინი-შვედეთი 1951.კიკი ჰაკანსონი-შვედეთი 722 შეფასება არ არის
|