სხვა როგორ განვაახლოთ ძველი და მოსაწყენი კედები- ფოტო გაკვეთილი 2018, 17 აპრილი, 12:28 გაზაფხული დადგა და დიდი ხანი არ გასულა, რაც ზამთრის დათბილულ და მასიური მოცულობის ფეხსაცმელს დავემშვიდობეთ, ახალ სეზონზე ასპარეზი კი საყვარელ კედებს დავუთმეთ. ისინი ძალიან მოსახერხებელი, პრაქტიკული და ლამაზია, გარდა ამისა, ხელმარჯვეებისთვის ხელსაყრელია, რადგან ძალიან მარტივია, ძველი, მობეზრებული და მოწყენილი კედებისგან, საკუთარი ხელით, შექმნათ წარმოუდგენელი და ახალი დიზაინი.
სეზონზე, ნათელი ფერები, არღვევენ ყოველდღიურობას და გვაიძულებენ, ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტებს, განსხვავებულად შევხედოთ. გაზაფხული, არის, დრო, როდესაც გსურს რაღაც უჩვეულო და ახალი. ალბათ, ძნელია, ყველა სეზონზე, განახლებული ვარიანტები შემატოთ თქვენი ფეხსაცმელების კოლექციას, რადგან გეცვას მოდურად, გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დღვანდელ სტატიაში გაგიზიაროთ, დეკორაციული ფეხსაცმელის საინტერესო "მასტერ-კლასი", რომელიც დაამშევენებს თქვენს ძველ კედებს. ყველაფერი დამოკიებულია მხოლოდ თქვენს ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზე. დაგჭირდებათ: აკრილის ტექსტილის საღებავი, რომლისგანაც შეძლებთ შექმნათ საინტერესო ან სასაცილო ნახატი, ნიმუში. თუ არ გინდათ, მარჯვე ხელებმა იმუშაონ საღებავზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორის ელემენტები- მოცულობითი ქსოვილები, მაქმანები, თასმები, ბისერები, მეტალის პრინტები, მოქლონები, ფერადი ძაფები, ღილები ან მონეტები დასაქარგად. მოკლედ, იყენებთ ყველაფერს, რაც გამოხატავს თქვენს სტილს და გექნებათ საშუალება, შექმნათ, ინდივიდუალური, უნიკალური მოდელი. ფანტაზიის გაფართოვებაში კი ჩემს რამდენიმე ნიმუშს დაგახმარებთ. იხილეთ აგრეთვე: ● როგორ შევკეროთ საკუთარი ხელით "უგები" ● მათ, ჩვეულებრივი CD დისკები დაჭრეს და ნანახმა ყველა გააოცა ● მან კბილის ჯაგრისს ფუნჯები მოაჭრა და შედეგმა ყველა გააოცა. სცადეთ ● როგორ გავაკეთოთ ჩვენი ხელით თუნუქისგან გასაღების "დუბლიკატი"- აუცილებლად გამოგადგებათ ● ამის შემდეგ, თქვენ აღარასოდეს გადააგდებთ უსარგებლო ტუშს 69 13-ს მოსწონს
|