x
image
რუსო ჩარექიშვილი
ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან მარტოსულობისთვის განწირულნი?

არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ გვერდით სხვა ადამიანის შეგუება, რის გამოც ხშირად რჩებიან მარტოდ-მარტო, მეორე ნახევრის გარეშე. რატომ ხდება ასე? ამის მრავალი მიზეზი არსებობს : ვერ ელევიან თავისუფლებას, ზოგს არ შეუძლია დიდიხნით ერთი და იმავე ადამიანის გვერდით ყოფნა (თვლიან, რომ ეს მომაბეზრებელია), ზოგი უბრალოდ მარტოსულობისთვისაა დაბადებული და კიდევ მრავალი სხვა მიზეზი...image

გაინტერესებთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან მარტოსულობისთვის დაბადებულნი? იხილეთ ჩამონათვალი:

1. მშვილდოსანი - მშვილდოსნები ბუნებით თავისუფალი და მოხეტიალე ზოდიაქოები არინ, რომლებისთვისაც ოჯახი თავისუფლების შეზღუდვასა და უამრავ დაბრკოლებასთან ასოცირდება. ასევე ისინი ვერ ეგუებიან დროის კონტროლს, რეჟიმს, განრიგს, ეს ყველაფერი ხომ ჩარჩოებია, რომლებიც მის თავისუფალ ბუნებას ზღუდავს, ამიტომ მშვილდოსნები ან ძალიან გვიან ქმნიან ოჯახს, ან სიცოცხლის ბოლომდე მარტოსულები რჩებიან და ოდნავადაც არ ადარდებთ ეს საკითხი.image2. ვერძი - ვერძი შინაგანად დაუმორჩილებელი, პრინციპული ზოდიაქოა, უყვარს ლიდერობა, სხვებზე ბატონობა. იგი ასეთი ხასიათის გამო ხშირად კარგავს ადამიამებს, რაც ხშირად მისი მარტოსულობის მიზეზი ხდება. ვერძის მარტოსულობის ერთ-ერთი მიზეზი თავგადასავლების სიყვარულიცაა, ოჯახი კი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთფეროვან და მომაბეზრებელ ცხობრებასთან ასოცირდება. მისთვის მარტოობა პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ურჩევნია იყოს მარტო, ვიდრე ვინმეს კონტროლის უფლება მისცეს.image3. ქალწული - ქალწულები არიან ადამიამები, რომლებიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ, როგორც საკუთარი თავისგან ისე გარშემომყოფებისგან. იდეალური მეორე ნახევრის ძებნაში ხშირად მარტოდ-მარტოც რჩებიან, რადგან ურჩევნიათ იყვნენ მარტოსულები, ვიდრე გვერდით არასასურველი ადამიანი ჰყავდეთ. ქალწულის მარტოსულობის ერთ-ერთი მიზეზი მისი კრიტიკისადმი სიყვარულია, უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება და რჩევების მიცემა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალწული ერთადერთია, რომელიც მარტოობაზე არასოდეს ღელავს.image


0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0