x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს"- ბუბა კიკაბიძე ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე
image

ქართული კინოს ეპოქალური მსახიობი ლეილა აბაშიძე დღეს ბოლო გზაზე გააცილეს..

სამოქალაქო პანაშვილი ქაშვეთის ეკლესიაში 12 საათიდან მიმდინარეობდა. კინოვარსკვლავი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს. პანაშვიდს მსახიობის თაყვანისმცემლები, კოლეგები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ

image



" ლეილა აბაშიძეს გახსენება არ უნდა, ლეილა იყო ვარსკვლავი ქართული კინოს, მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მე გუშინ ერთი ინტერვიუ მთხოვეს და ასეთი ფრაზა ვთქვი: ალბათ საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს." - განაცხადა მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე.


image


შეგახსენებთ, რომ ბუბა კიკაბიძე ლეილა აბაშიძეს პარტნიორობას ფილმში "შეხვედრა მთაში" უწევს.

კადრი ფილმიდან "შეხვედრა მთაში"

image



image


" ლეილა აბაშიძის წასვლით წავიდა ეროვნული ლეგენდა.. ეროვნული იმიტომ, რომ აი, მისი მაია წყნეთელი საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფილმებში უცებ იქცა ეროვნული თავისუფლების სიმბოლოდ. და ეს უცებ მოვარდნილი სიყვარული ყველაფერ ამას განასახიერებდა, ბევრისთვის ლეილა გახდა თავისუფლების იდეის მატარებელი.." - განაცხადა კინორეჟისორმა, ეროვნული კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა ნანა ჯანელიძემ


image


ლეილა აბაშიძემ კარიერის მანძილზე 22 ფილმში მიიღო მონაწილეობა და 14 მთავარი როლი შეასრულა.

50-60-იანი წლების მეგავარსკვლავი თაყვანისმცემლებს აძლევს ავტოგრაფებს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე:

image




imageimage

დადგა მის ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც მას აღარ იღებდნენ ფილმებში, ეს პაუზა 1987 წელს დაირღვა ლანა ღოღობერიძის ორომტრიალით სადაც ლეილა აბაშიძემ მთავარი როლი ითამაშა, კინორეჟისორი იხსენებს, რომ ფესტივალის დირექტორი გრეგორი პეკი ლეილა აბაშიძით მოიხიბლა:

image

" ჩვენმა ფილმმა "ორომტრიალი" ტოკიოს კინოფესტივალზე პრიზი მიიღო რეჟისურაში, დაუვიწყარი წუთები იყო, როცა ტოკიოში, საოცარი სილამაზის დარბაზში, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი იჯდა, დაჯილდოების ცერემონიალზე, მართლაც ლეგენდარულმა გრეგორი პეკმა თქვა ასეთი სიტყვები:

ბედნიერი ვარ რომ გავიცანი ორი არაჩვეულებრივი მსახიობი ლეილა აბაშიძე და ლია ელიავა. ფესტივალის შემდეგ სინანული მიმყვება უკან, რადგან იმის გამო, რომ ფილმმა პრიზი მიიღო რეჟისურაში, ჯილდოს გარეშე დარჩნენ ეს ბრწყინვალე მსახიობები ლია ელიავა და ლეილა აბაშიძე. ეს ისეთი მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო, ლეილა მაშინ იქ იყო ჩემთან ერთად, ლეოპარდის ტყავის კაბით, რაც ფილმში აცვია და ულამაზესი შლაპით. ამის გაგნებაზე ის წამოხტა სავარძლიდან, საჰაერო კოცნა გაუგზავნა გრეგორი პეკს, იმან იქედან ხელი დაუქნია და მართლაც მშვენიერი წუთები იყო.." - იხსნებეს ლანა ღოღობერიძე.

imageimage

კადრი ფილმიდან "ორომტრიალი"

ლია ელიავა და ლეილა აბაშიძე

imageimageimage


ლეილა აბაშიძე საკუთარი ანდერძის თანახმად დედის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

image


0
540
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0