x
image
ლურჯი თოლია
მარკ ცუკერბერგის დაკითხვა - სკანდალი facebook-ის გარშემო და საიტის მომავალი

image

Facebook-ის დამფუძნებელი მეორე დღეა, კონგრესმენების მწვავე შეკითხვებსა და კრიტიკას ისმენს.

მარკ ცუკერბერგს მოუხდა, განემარტა, როგორ მოხვდა მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში და იყო თუ არა ეს ყველაფერი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან კავშირში.

33 წლის ინტერნეტმაგნატის გამოსვლის მთავარი თემები იყო რუსული ტროლები, სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა და ფეისბუქის უსაფრთხოება.

ცუკერბერგი ბრიტანული ანალიტიკური კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“ საქმესთან დაკავშირებით კონგრესმენების შეკითხვებს პასუხობს.

ბრალდების მიხედვით “ფეისბუქმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

მანამდე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

დაკითხვაში, რომელიც თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, მონაწილეობას 44 სენატორი იღებდა. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე.

ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ პლებისციტშიჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.

ამ დრომდე კომპანიას სკანდალი მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ისევ აქტუალურია ჰეშთეგი #წაშალეფეისბუქი (#deletefacebook). ფეისბუქის ანგარიშები დემონსტრაციულად გააუქმეს “ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა და "ეფლის" თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მარკ ცუკერბერგის კონგრესში გამოსვლას კომპანიისთვის კარგი შედეგი ჰქონდა - ფეისბუქის აქციების ფასმა 5%-ით, დაახლოებით 3 მილიარდით მოიმატა.

image

0
70
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0