x
image
ლიკა ელიშვილი
III მსოფლიო ომი გარდაუვალია? შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა

image

შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა III მსოფლიო ომი გარდაუვალია? ყველაფერი დამოკიდებულია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე


არც მეტი, არც ნაკლები, კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას. არის საფრთხე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის გამო, რუსეთს დაარტყას. პროცესები დაწყებულია და ჩინეთის სამხედრო ხომალდები გადადიან რუსების ოპერატიულ დაქვემდებარებაში. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაარტყას სირიაში მყოფ რუსულ-ირანულ სირიის ნაწილებს. სიტუაცია ძალიან ჰგავს კარიბის კრიზისის 1962 წლის ვარიანტსო. გუშინ, ღამით , გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც პირდაპირ ეთერშიც გავიდა. პირველი ნაწილის დროს, უშიშროების საბჭომ ორივე პროექტი ჩააგდო _ რუსულიც და ამერიკულიც. ამის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლებმა რეზოლუცია შეიტანეს და შესვენება გამოაცხადეს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ თუ გაერო არ მიიღებს რეზოლუციას, ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას. მიღების შემთხვევაში კი გადარჩენის ალბათობა დიდიაო. შესვენება დიდხანს გაგრძელდა, რა დროსაც, მიმდინარეობდა კონსულტაციები. საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა როლი დაეკისრება ჩვენს ქვეყანას ამ ომში? ექსპერტების თქმით, ამერიკის დარტყმა სირიაზე აუცილებლად აისახება საქართველოზეც.
აშშ შეეცდება, შემოიყვანოს სამხედრო გემები შავ ზღვაში და ჩვენი პორტები დაიკავოს. ცხადია, რუსეთიც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას მოისურვებს და დიდი ალბათობით, დაიწყებენ სახმელეთო კორიდორის გაჭრას ირანის მიმართულებით და წინსწრებ ზომებსაც მიიღებენო.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ძალების მიბილიზაცია დაიწყება ოკუპირებულ აფხაზეთში. რუსები სრულ მზადყოფნაში მოიყვანენ შავი ზღვის ფლოტს და კასპიის ფლოტს. ასევე, ჩვენი საჰარეო ხაზით გადაისვრიან თვითმფრინავებს.
ამის შემდეგ, ადვილად წარმოსადგენია, რა მდგომარეობა შეიქმნება საქართველოში.
ასე, რომ საქართველოს ბედი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სხვა გზა არ არის, უნდა დაველოდოთ რა მოხდება.
2
153
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
153
  
2018, 15 აპრილი, 8:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 11 აპრილი, 22:38
შტატებმა მძიმე ბომბდამშენების ესკადრილია და საზღვაო ფლოტი ავიამზიდით უკვე გადაისროლა სირიის მიმართულებით. :((
0 1 2