სხვა ქიშმიშის 17 სასარგებლო თვისება 2018, 11 აპრილი, 22:13 ქიშმიში მშრალი ხილის ფართოდ გავრცელებული და უგემრიელესი სახეობაა. ის ყურძნის მზეზე გაშრობით მიიღება. მისი დაჭმუჭნილი ზედაპირი შეიძლება ბევრისთვის უსიამოვნო ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი წასახემსებელია დედამიწაზე. ქიშმიში ტკბილია და ამიტომ კარგი ალტერნატივაა შოკოლადისა და ტკბილეულის შესაცვლელად. მისი მირთმევა შესაძლებელია ნედლად, სურვილის შემთხვევაში კი იყენებენ დესერტებში, პუდინგებში, ღვეზელებში და სხვადასხვა საჭმელში. ქიშმიში ენერგიის წყაროა და მას ხშირად მიირთმევენ ჯანსაღ ტონიკად სპორტსმენები და მთამსვლელები.
ქიშმიშის თვისებები:
ქიშმიშს ხშირად "პაწაწინა კრისტალს" ეძახიან მისი უამრავი სასარგებლო თვისების გამო. სტატიაში გთავაზობთ მის 17 შესანიშნავ თვისებას.
1. მონელება ქიშმიში კარგი წამალია შეკრულობის წინააღმდეგ. მისი რეგულარული მიღება არეგულირებს ნაწლავის მოქმედებას, ასევე ათავისუფლებს კუჭ-ნაწლავს ნარჩენებისგან და ტოქსინებისგან.
2. ანემია ქიშმიში რკინისა და სპილენძის წყაროა, ასევე შეიცავს B ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის. ქიშმიშის ხშირი მირთმევა ხელს უწყობს რკინის დეფიციტის, ანემიის, შევსებას ორგანიზმში.
3. სიცხე ქიშმიში მდიდარია ფენილური ფიტოქიმიკატებით, რომლებიც ცნობილია მათი იმუნური, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის გეხმარებათ სიცხისგან თავის დაღწევაში და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
4. კიბო ქიშმიში შეიცავს პოლიფენილური ანტიოქსიდანტების მაღალ დონეს, სახელად კატეხინებს. ამ ანტიოქსიდანტებს სხეულიდან გააქვთ ნივთიერებები, რომლებიც იწვევს სიმსივნის, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ამიტომაც ქიშმიშის მუდმივად მირთმევა ეფექტური გზაა კიბოს უჯრედების წარმოქმნისგან თავის დასაცავად.
5. სიმჟავე ქიშმიში მაგნიუმსა და კალიუმს შეიცავს, რაც ხელს უწყობს მჟავიანობის შემცირებას. მჟავიანობა არის პათოლოგიური მეტაბოლური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლის ტოქსიკურობით და ხშირად იწვევს გაზებს სასუნთქ სისტემაში. ეს მდგომარეობა სახიფათოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, კანის დაავადებები, ართრიტი, გულისრევა, თმის ცვენა, გულის შეტევა და სიმსივნეც კი. კალიუმი და მაგნიუმი მნიშვნელოვანი ანტაციდური საშუალებებია. გახსოვდეთ, ქიშმიში გიცავთ აციდოზისგან (ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წმდგომარეობის დარღვევა).
6. მხედველობა ქიშმიშში შემავალი პოლიფენილური ფიტონუტრიენტები კარგია თვალის ჯანმრთელობისთვის, ის იცავს თვალს, ხელს უშლის მისი დაბერების პროცესს და მხედველობის შესუსტებას. ქიშმიში ასევე შეიცავს ბეტა კაროტინს, ვიტამინ A-ს და კაროტინოიდებს, რომლებიც აუმჯობესებს მხედველობას და უნარჩუნებს თვალებს სისუფთავეს და სიმკვეთრეს.
7. კბილები ქიშმიში შეიცავს ფიტოქიმიკატს, სახელად ოლეანოლის მჟავას, რაც იცავს კბილებს დაშლისგან, ღრმულების გაჩენისგან და მტვრევადობისგან. ის ხელს უშლის ბაქტერიების - Streptococcus Mutans და Porphyromonas Gingivalis-ის განვითარებას, რაც ღრმულებს აჩენს კბილებში. გარდა ამისა, ქიშმიში მდიდარია კალციუმით, რაც ხელს უშლის კბილის მინანქრის დაშლას და აძლიერებს მას.
8. ენერგია ქიშმიში შეიცავს ბუნებრივ შაქარს, როგორიცაა გლუკოზა და ფრუქტოზა, ამიტომ ის ენერგიის კარგი წყაროა. ის ხელს უწყობს ორგანიზს, შეიწოვოს ვიტამინები, ცილები და სხვა ნუტრიენტები. ქიშმიშს ხშირად მიირთმევენ სპორტსმენები.
9. ინსომნია ქიშმიშში შემავალი რკინა სასარგებლოა ინსომნიის (უძილობა) სამკურნალოდ, ის აუმჯობესებს ძილს.
10. ჰიპერტენზია ქიშმიში მდიდარია რკინის, კალიუმის, ანტიოქსიდანტებისა და B- კომპლექსის ვიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობს ნორმალურ არტერიული წნევის შენარჩუნებას. კალიუმის მაღალი დონე ამცირებს სისხლძარღვების დაძაბულობას და ნორმალურამდე წევს სისხლის წნევას, ამცირებს ჰიპერტენზიას. ქიშმიში კარგია გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
11. ძვლები ქიშმიში კალციუმს შეიცავს, რაც ძვლის ძირითადი ელემენტია. ის ეხმარება ძვლებს გაძლიერებაში და გაზრდაში. ის ასევე ბორის (ქიმიური ნივთიერება) კარგი წყაროცაა, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ქიშმიში განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებში მენოპაუზის გამოწვეული ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად, ასევე აძლიერებს ძვლებს და სახსრებს.
12. გული ქიშმიის რეგულარული მოხმარება უზრუნველყოფს გულის დაავადებებისგან დაცვას. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით ქიშმიში აუმჯობესებს გულის საერთო მდგომარეობას და ამცირებს პარალიზის, ჰიპერტენზიისა და გულის შეტევის რისკს.
13. თირკმელი ქიშმიში მდიდარია კალიუმით, ამიტომაც ის მუდმივად ხელს უშლის თირკმელში კენჭის წარმოქმნას.
14. წონა ქიშმიში, ვარჯიშთან ერთად, ხელს უწყობს წონის კლებას. ასევე, სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ჯანსაღი გზით სურთ წონის მომატება. ის მდიდარია ბუნებრივი შაქრით, გლუკოზითა და ფრუქტოზით, რაც ხელს უწყობს წონის მომატებას ქოლესტერინის დონის ამაღლების გარეშე.
15. სექსუალური დისფუნქცია ქიშმიში ცნობილია სექსუალობის სტიმულირებით. ასევე სასარგებლოა ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, ზრდის დაორსულების შანსებსაც.
16. სუფთა კანი ქიშმიში მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ის ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს. წმენდს სისხლს, გააქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და კვებავს კანს, მას ხდის ნათელს, სუფთას და ლამაზს.
17. ჯანსაღი თმა ქიშმიში არის რკინის, ვიტამინ B კომპლექსის, კალიუმისა და ანტიოქსიდანტის კარგი წყარო, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი, მბზინავი და გაზრდილი თმისთვის. ქიშმიშის რეგულარულად მირთმევა კი დაგიცავთ თმის ცვენისა და სიმელოტისგან.
ქიშმიშის სალათი
ქიშმიში კარგი ალტერნატივაა ტკბილეულობებისა და ჩიფსების ჩასანაცვლებლად. მართალია, ისინი ცალკეც გემრიელია, მაგრამ ეფექტურად გამოიყენება სხვა სასარგებლო პროდუქტებთან ერთადაც. ერთ-ერთი ასეთი სალათია სტაფილოსა და ქიშმიშის სალათი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ ბონუსის სახით:
ინგრედიენტები: ¾ ჭიქა ქიშმიში
მომზადება: სტაფილო და ქიშმიში მოათავსეთ ჯამში და აურიეთ. მეორე ჯამში მოამზადეთ მოსასხმელი მაიონეზის, შაქრისა და რძის შერევით. მოასხით ეს ნარევი სტაფილოსა და ქიშმიშს და სალათიც მზადაა!
ასე რომ, თუ ეძებთ საკვებს, რომელიც ჯანსაღი და გემრიელია, მაშინ ქიშმიში სწორედ თქვენთვისაა!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ასევე დაგაინტერესებთ
2977 3-ს მოსწონს
|