მაკიაჟი და ვარცხნილობა ბოტოქსის ინექცია 2011, 9 ნოემბერი, 6:54 ბოტოქსის ინექცია გახდა ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროცედურა
რა არის კოლაგენი
კოლაგენი -ცხოველური წარმოშობის ნივთიერებაა- არსებობს რამდენიმე სახით. ე.წ. „საქონლის კოლაგენი“, რომელსაც საქონლის კანისგან იღებენ, მის საფუძველზე მზადდება ცნობილი პრეპარატები Zyderm და Zyplast. ზოგჯერ გამოიყენებენ პირდაპირ პაციენტის კანისგან აღებულ კოლაგენს-აუტოლოგენს, ზოგჯერ კი დონორისას, რომლის საფუძველზეა დამზადებულია პრეპარატები CosmoDerm (მცირე ნაოჭებისთვის) и CosmoPlast (ღრმა ნაოჭებისთვის). კანში შეყვანილი კოლაგენი აკომპენსირებს ცილის რაოდენობას, რომელსაც კანი ასაკთან ერთად კარგავს, ის ავსებს და ასწორებს ნაოჭებს. უკანასკნელ პერიოდში კოლაგენი ნაკლებად გამოიყენება ალერგიული რეაქციების გამოწვევის სიხშირის გამო.. გამოყენება ნებისმიერი სახის ნაოჭის კორექციის და ტუჩებისთვის დამატებითი მოცულობის მინიჭებისთვის. პროცედურა შეყავთ პირდაპირ ნაოჭში ნემსის მეშვეობით. პროცედურის დროს პაციენტს ჩხვლეტის შეგრძნება აქვს, კოლაგენში წინასწარ ურევენ საანესთეზიო ნივთიერებას. რეაბილიტაცია ინექციის შემდეგ ჩნდება მცირე შეშუპება, თუმცა აქტიურ ცხოვრებას მაშინვე დაუბრუნდებით. ზოგჯერ ინექციის ადგილას ჩნდება თეთრი ლაქები, რომელიც 1-2 კვირაში ქრება. რისკი „ცხოველის“ და დონორის კოლაგენი ორგანიზმისთვის უცხო ცილაა, ამიტომ როგორც ტრანსპლანტაციის მასალას, მასაც ამოწმებენ ქსოვილთან შეთავსებაზე, ასევე აუცილებელია ინფექციებზე შემოწმება და ალერგიაზე ტესტის ჩატარება. შედეგი კონტურული პლასტიკის საშუალებებს შორის კოლაგენი ყველაზე მდგრადია. ეფექტი გრძელდება 3-5 თვე, ტუჩის მოცულობა ნარჩუნდება 3-4 თვე. თუმცა შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე და ინექციის ადგილზე. მაგ. ტუჩებში ცხიმოვანი ქსოვილი ცოტაა და ამიტომ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება. რა ასაკიდან შეიძლება ინექციის გაკეთება? მიმიკური ნაოჭების კორექცია შეიძლება დაიწყოთ 25 წლიდან, სტაბილურის კი- 30 წლიდან. ტუჩის კორექცია კი შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. კოლაგენის ინექცია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მოსალოდნელი გართულების ალბათობა. ბოლო პერიოდში კოლაგენი გამოიყენება თმის მოვლის პროცედურებშიც. კოლაგენის შემცველ მასას დაიტანენ თმებზე, ის ღრმად ატენიანებს და აღადგენს კანს და თმებს, ქმნის შეუჩნეველ დამცავ ფენას. შედეგად თმების სისქე მატულობს და ის უფრო მბზინავი ხდება. ეს პროცედურა იდეალურია წელიწადის ცივი სეზონისთვის. 812 5-ს მოსწონს
|