სხვა სად და როდის ჩაისახა პირველად თეატრის დაარსების იდეა? ისტორია, რომელიც დღემდე არ იცოდით 2018, 10 აპრილი, 19:43 ძნელია იმის ზუსტად დადგენა, თუ როდის და სად ჩაისახა პირველად თეატრის დაარსების იდეა. მცირე ამფითეატრი კრეტის უძველეს მკვიდრთა სასახლეებშიც ყოფილა, მაგრამ დრამა თავისი კლასიკური ფორმით ელადაში ჩამოყალიბდა. დრამატულ სანახაობათა პოპულარობის მიუხედავად დრამის წარმოშობის შესახებ გვაქვს ერთადერთი წერილობითი წყარო- არისტოტელეს "პოეტიკა".
არისტოტელეს მიხედვით ბერძნული დრამის ორივე უმთავრესი სახეობა- ტრაგედიაც და კომედიაც დიონისეს საკულტო დღესასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. აქვე არისტოტელე იმასაც აღნიშნავს, რომ ტრაგედია სატირული დრამიდან აღმოცენებულა. არისტოტელე ტრაგედიის ორ საწყისს გვთავაზობს - დითირამბს და სატირულ დრამას.
დითირამბი- დიონისესადმი მიძღვნილი საგუნდო სიმღერა იყო, რომელსაც ბერძნული სამყარო ძვ.წ. VII საუკუნიდან მაინც იცნობდა. დროთა განმავლობაში დითირამბების შესრულების ორგვარი ტრადიცია დამკვიდრდა.
ერთი იყო ვნებათა ველური გამოვლინება, რომელიც მოასწავებდა ადამიანის გონების კონტროლისაგან განთავისუფლებას.
მეორე ტრადიცია კი ცივილიზებულ სანახაობად გადაქცევის გზით დამკვიდრდა. დრამის ჭეშმარიტი სამშობლო ათენია. დღევანდელობისგან განსხვავებით, ძველად მაყურებლებს არ ჰქონდათ საშუალება ყოველდღიურად ენახათ სპექტაკლი. ათენი გამოირჩეოდა დღესასწაულების დიდი რაოდენობით, არიყო არცერთი ისეთი თვე, 3-4 ზეიმზე ნაკლები, რომ ჩატარებულიყო. ტრაგედიის მოქმედების მთელი სიმძიმე მსახიობებზე გადადიოდა, რომლებსაც ბერძნები "მოპასუხეებს" უწოდენდნენ, მას მიჰყავდათ მთელი სასაუბრო პარტია. ძვ.წ IV საუკუნეში ლიკურგოსმა თეატრი მთლიანად ქვისაგან ააგო, შემდეგ ეს ნაგებობა არაერთხელ გადაკეთდა, განსაკუთრებით რომაელთა ბატონობის პერიოდში, როდესაც გლადიატორთა ბრძოლები იმართებოდა. თეატრი სამი ძირითადი არქიტექტორული ნაწილისაგან შესდგებოდა: 1. მაყურებელთა დარბაზი (თეატრონი) 2. ორქესტრი 3. სკენე (სცენის ნაგებობა) დიდ თეატრალურ ნაგებობებს ჰქონდათ ორი, ან სამი სექცია, რომლებიც ერთმანეთისაგან იყოფოდა. თავად რიგები კი სექტორებად იყოფოდა. დეკორაციები ბერძნულმა თეატრმა არ იცოდა. 85 3-ს მოსწონს
|