x
image
_K_
სტივენ ჰოკინგის თქმით, დედამიწა 200 წელიწადში აღარ იარსებებს - 7 მოსაზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს
image

აინშტაინის შემდეგ ყველაზე ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგია, რომელმაც სახელი გაითქვა ფიზიკისა და კოსმოლოგიის დარგში მუშაობით. ჰოკინგმა კითხვა მხოლოდ 8 წლის ასაკში ისწავლა და უნივერსიტეტშიც საკმაოდ ზარმაცი იყო, თუმცა 21 წლის ასაკში, როცა თავის ავადმყოფობაზე შეიტყო, სრულიად შეცვალა ხედვა სამყაროს მიმართ და თავი კოსმოლოგიას მიუძღვნა. თავისი დიდებული თეორიებით მეცნიერი ცდილობდა ადამიანებისთვის აეხსნა, როგორ მუშაობს სამყარო, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ მისი ხედვები ამასთან დაკავშირებით ხშირად პესიმისტური იყო.


სტატიაში გთავაზობთ სტივენ ჰოკინგის 7 მოსაზრებას, რომელთა მიხედვითაც დედამიწამ შეიძლება არსებობა სულ რაღაც 2 საუკუნეში შეწყვიტოს.








7. გენეტიკურად მოდიფიცირებული ვაქცინები დრამატულ შედეგს გამოიწვევს.


ამ გენიოსმა თქვა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე კოსმოსიდან კი არ მოდის, მას ადამიანები თავად უქმნიან საკუთარ თავს.



დიდი ხნის წინ მეცნიერებმა გენეტიკურად დამუშავებული ვირუსებით დაიწყეს "თამაში" ადამიანების დაავადებების განსაკურნავად, მაგრამ მათი სხვა შესაძლო გამოყენებაც აღმოაჩინეს. მაგალითად, მკვლევრებმა, რომლებიც ქმნიდნენ ვირუსს კიბოს განსაკურნავად, გაიგეს, რომ მას ასევე სასმლისადმი მოთხოვნილების შემცირება შეეძლო, რადგან იმ ნეირონებზე ახდენდა გავლენას, რომელიც რამეზე დამოკიდებული ადამიანის ქცევას აკონტროლებს.


დღეს ფარმაცევტები მომაკვდინებელ ვირუსებს ურევენ ერთმანეთში და ადამიანის, ძროხისა და ძაღლის დნმ-ებსაც კი "აჯვარებენ". პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ არ გვესმის ის ხიფათი, რასაც შესაძლოა შეიცავდეს ასეთი ექსპერიმენტები და ისიც არ ვიცით დაზუსტებით, რა გავლენა ექნება ამ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ვაქცინებს ჩვენზე.

image








6. დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან.


ჰოკინგი დარწმუნებული იყო, რომ სამყაროში სხვა პლანეტებზეც არსებობდა სიცოცხლე და ეს მაცხოვრებლები სულაც არ იყვნენ მეგობრულად განწყობილები ადამიანებისადმი.


1983 წელს ჰოკინგი ჯეიმს ჰერთლთან ერთად განიხილავდა სამყაროს "უსაზღვროობას", თეორიას, რომელიც საფუძვლად დაედო ბიგ ბანგის თეორიას. მოგვიანებით ეს იდეა "მულტივერსის თეორიაში" გაგრძელდა. თეორიის მიხედვით, ჩვენი კოსმოსი მხოლოდ ერთ-ერთია სხვა უამრავი სამყაროდან, რომლებიც ასევე "ბიგ ბანგების" შედეგად შეიქმნა.


მართალია, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სამყაროში მარტო არ ვართ, მაგრამ უცხოპლანეტელებზე ბევრ მეცნიერს აქვს სხვადასხვაგვარი წარმოდგენები.

image








5. სამყარო განადგურდება.


თავის ბოლო ნამუშევარში "A Smooth Exit From Eternal Inflation" ("გლუვი გასვლა მარადიული ინფლაციისგან"), რომელიც ჰოკინგმა გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე დაასრულა, მან იწინასწარმატყველა, რომ საბოლოოდ, როცა ყველა ვარსკვლავი დაიცლება ენერგიისგან, ჩვენი სამყარო სიბნელეში ჩაიძირება. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ითხოვდა ჰოკინგი, დაუყოვნებლივ მოგვეძებნა გზები ამ სამყაროდან წასასვლელად, თუ გადარჩენა გვინდოდა.

image








4. ადამიანებს რობოტები ჩაანაცვლებენ.


მართალია, თავად ჰოკინგის სიცოცხლე ხელოვნურ ინტელექტზე იყო დაფუძნებული, მაგრამ მას სულაც არ სჯეროდა ამის და არც მოსწონდა. ერთხელ მან განაცხადა, რომ ეს კაცობრიობის ყველაზე ცუდი გამოგონება იყო, რადგან მას ადამიანის ჩანაცვლება შეეძლო.


ჰოკინგმა ისიც თქვა, რომ თუ ადამიანები არ გააცნობიერებენ რისკს, რომლის მოტანაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ტექნოლოგიის განვითარება ფატალური შედეგით დასრულდება ჩვენთვის.

"როცა ადამიანი განავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, ის საკუთარ ინტელექტს დათმობს", - იწინასწარმეტყველა მან.

ამ შეხედულების მიხედვით, მომავალში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების საფრთხე არსებობს.

image








3. დედამიწის მოსახლეობას ბირთვული იარაღი გაანადგურებს.


ჰოკინგის აზრით, ადამაინების არაგონივრული ქცევა და აგრესია კაცობრიობის დიდი მტერია. კონფლიქტები და სამხედრო ტექნოლოგია კი შესაძლოა იმდენად განვითარდეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით დამღუპველ შედეგამდე მივიდეთ და მთელი დედამიწის მოსახლეობა განადგურდეს.

image








2. ახალი პლანეტის მოძებნა მოგვიწევს.


ჰოკინგის აზრით, 100 წლის განმავლობაში ახალი პლანეტა უნდა ვიპოვოთ საცხოვრებლად, რადგან დედამიწამ საკუთარი რესურსები უკვე ამოწურა და აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. იმისთვის, რომ გადავურჩეთ პრობლემებს, როგორიცაა გადაჭარბებული მოსახლეობა, გარემოს დაბინძურება და პანდემიები, რამდენიმე პლანეტა უნდა გვქონდეს საცხოვრებლად და ყოველთვის ვეცადოთ ახალი სამყაროს აღმოჩენას.


გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატივას, რომლებმაც შესაძლოა ჩაანაცვლოს დედამიწა:


✦ მიუხედავად იმისა, რომ მთვარეს, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს, ატმოსფერო არ გააჩნია, ის დედამიწასთან მდებარე უახლოესი ციური სხეულია, რომელსაც ბუნებრივი რესურსები აქვს. ამას გარდა, მთვარეზე აღმოჩენილია უძველესი ლავის ნაშთები, რაც კარგ ადგილმდებარეობას ქმნის ადამიანების პირველი კოლონიების დასასახლებლად.


✦ ერთი შეხედვით, მარსი თავისი ტოქსიკური ნიადაგით, სიცივითა და უჟანგბადო ატმოსფეროთი საცხოვრებლად არ გამოდგება, თუმცა, იქ ადამიანების დასახლებამ შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს სასიკეთოდ.


ცერესი ჯუჯა პლანეტაა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელიც ასტეროიდულ სარტყელში მდებარეობს. ასტრონომების შეფასებით, შეიძლება მისი 25% წყალს შეიცავდეს, რაც ადამიანებისთვის კარგია. თუმცა, ატმოსფეროს არარსებობის გამო, პლანეტაზე არ იქნება ამინდის ცვლილება და ვერც ცის ლამაზ ფერებს ვნახავთ.


✦ იუპიტერის მეოთხე უდიდესი მთვარე, სახელად ევროპა, ყინულოვანი ქერქითაა დაფარული, რომელიც შესაძლოა ოკეანეებს ფარავდეს. თუმცა, მეორე მხრივ, ევროპა მომაკვდინებელ გამოსხივებებს ირეკლავს და ტემპერატურაც ძალიან დაბალია, ამიტომ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებოდათ აქ ცხოვრება.


✦ სატურნის ყველაზე დიდი მთვარეც, ტიტანი, შეიძლება გამოდგეს ადამიანების საცხოვრებლად. იქ ცხოვრების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იქაური ატმოსფერო ზედაპირს რადიაციისგან და მეტერიტებისგან იცავს.


✦ დედამიწის ბიძაშვილად წოდებული "კეპლერ-452 ბ" ჩვენგან 1 400 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც დედამიწა. ისიც შესაძლებელია, რომ ზედაპირზე წყალი არსებობს, მაგრამ პლანეტა ყოველთვის სქელი ღრუბლებითაა დაფარული და იქ ცხოვრების პერიოდში ვულკანურ ამოფრქვევებთანაც მოუწევს გამკლავება კაცობრიობას.

image









1. დედამიწა ცეცხლოვან ბურთად გადაიქცევა


დიდებულმა გენიოსმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ 600 წელიწადზე ნაკლებ დროში ჩვენი პლანეტა გიგანტურ ცეცხლის ბურთად გადაიქცევა. ამ დროისთვის დედამიწაზე იმდენად გადაჭარბებული მოსახლეობა იქნება, რომ ჩვენი ენერგია პლანეტას ააალებს და ადამიანების რასა საბოლოოდ დაიღუპება.


ჰოკინგმა ისიც დაამატა, რომ გლობალური დათბობა დედამიწაზე ვენერაზე არსებული პირობების ანალოგიურს შექმნის, ანუ ტემპერატურა დაახლოებით 250 გრადუს ცელსიუსი იქნება, ციდან ხშირად წამოვა გოგირდმჟავა, ქარის სიჩქარე კი წამში 100 მეტრს მიაღწევს.


ფიზიკოსმა თქვა: "კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიფათია, რასთან გამკლავებაც მოგვიწევს და მისი თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ახლავე დავიწყებთ მოქმედებებს".

image





თქვენ გჯერათ ჰოკინგის წინასწარმეტყველებების? გაგვიზიარეთ, რას ფიქრობთ❤





––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა გვასწავლა სტივენ ჰოკინგმა - 10 მნიშვნელოვანი სიმართლე
image

2. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

image

3. 10 მაღალტექნოლოგიური საკვები, რომელსაც მომავალში შევჭამთ

image

1
1142
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1142
  
2018, 10 აპრილი, 12:04
ეს ჰოუკინგის თეორიაა,რომელსაც დამტკიცება სჭირდება და ეს კი მხოლოდ 200 წლის შემდეგ დამტკიცდება.ღმერთი და ბუნება ზოგადად ისეთი რამაა, რომელსაც შეუძლია მოულოდნელად შემოატრიალოს ვითარება.ასე,რომ ეს მხოლოდ ჩვენეული, ადამიანის ანუ მოკვდავის ხედვაა სამყაროს მომავლის შესახებ და ჩვენი გონება თუ რამდენად განსხვავდება სრულყოფილების მხრივ ღმერთის გონისაგან,თქვენთვის მომინდვია...
0 1 1