x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები თაღლითობაზე და თაღლითებზე

imageimageმუსიკალურ სამყაროში ყველაზე დიდ თაღლითებად გერმანული ჯგუფის «milli vanilli»-ის სოლისტები ითვლებიან. გასული საუკუნის 80-იან წლებში მათი დუეტი იმდენად პოპულარული იყო, რომ «გრემიც» კი მიიღეს. მაგრამ, MTV-ზე «ცოცხლად» გამოსვლის დროს, გაირკვა, რომ ბიჭებს არც ხმა ჰქონდათ და არც სმენა. მათ მაგივრად კი, სხვა ადამიანი მღეროდა.

სასამართლოში ჯგუფის წინააღმდეგ 26 საჩივარი შევიდა, რამაც მათი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.

image

imageსაფრანგეთის პოლიციამ დათვალა და აღმოჩნდა, რომ თაღლითებს ლუვრი, სხვადასხვა დროს, მთლიანად და ცალკეულ ნაწილებად, 18-ჯერ აქვთ გაყიდული.image

image

imageამერიკელმა თაღლითებმა ავსტრალიელ ბიზნესმენს თავისუფლების ქანდაკება მიჰყიდეს. როგორც მყიდველს უთხრეს, ამერიკის ხელისუფლება ნავსადგურის გაფართოებას აპირებდა და ქანდაკება ხელს უშლიდა.

ისინი დააკავეს და 5-5 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.imageimageimageყველაზე ცნობილი თაღლითი ქალი «პრინცესა კარაბუს» (ნამდვილი სახელი მარი ბეიკერი) სახელით შევიდა ისტორიაში. ის ბრიტანულ ელიტას ატყუებდა, რომ ეკზოტიკური ქვეყნის პრინცესა იყო და მას ისე ექცეოდნენ, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს. მისი ტყუილი მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა, მასში თავისი ყოფილი მდგმური ამოიცნო.

თვითმარქვია პრინცესა ამერიკაში გაიქცა.

imageimageimageვიქტორ ლუსტინგმა 1925 წ. გაზეთში წაიკითხა, რომ ეიფელის კოშკი საშინელ მდგომარეობაში იყო და მას რემონტი ესაჭიროებოდა. მან მაშინვე იქირავა სასტულროში მდიდრული აპარტამენტები და პროვინციებიდან ჯართით მოვაჭრე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მიიწვია. მათ თავი ხელისუფლების აგენტად გააცნო და ერთ-ერთს კოშკი მიჰყიდა. თაღლითობის ამბავი რომ გამჟღავნდა, ლუსტინგი ამერიკაში გაიქცა.imageimageimageიღბლიანი თაღლითი იყო კორნელიუს კროკი. მან ციხეში წიგნი «მწვანე ვაშლები» დაწერა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა. ხოლო შემდეგ გაირკვა, რომ რომანი მთლიანად ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ჰერბერტ უელსის და სხვა ცნობილი მწერლების ნაწარმოებების ფრაგმენტებისგან შედგებოდა.

imageimageimageივლინ ლილმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი პარიზის ისტორიაში. ის მაშინ დააკავეს, როდესაც 44-ჯერ აპირებდა გათხოვებას. ივლინი მეუღლესთან მხოლოდ ერთ ღამეს ატარებდა. ხოლო დილით, ჩვეულებრივ, სახლიდან მასთან ერთად, საქორწინო საჩუქრები, მზითვი და ოჯახის დანაზოგი ქრებოდა.image

imageimageმსოფლიოში ცნობილ თაღლითებს შორის, ყველაზე დიდი თაღლითი ფრენკ აბეგნეილი არის. 5 წლის მანძილზე ის ბანკებს ძარცვავდა და ამავდროულად, ავიაკომპანია «პან ამერიკენის» მფრინავი იყო, რაც მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. 5 წლის მანძილზე, ამ გზით, 2, 5 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, უმაღლესი განათლების არ მქონე ფრენკმა ჰარვარდის დიპლომი გააყალბა, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და ლუიზიანას შტატის გენერალური პროკურორის ოფისში მიიღო სამუშაო. ამჟამად ის დიდი ამერიკულ კომპანიებში, თაღლითების ამოცნობის კონსულტანტად მუშაობს.

ფრენკ აბეგნეილის ისტორია ფილმს «დამიჭირე, თუ შეძლებ» დაედო საფუძვლად, რომელშიც მახვილგონიერი თაღლითის როლი ლეონარდო დი კაპრიომ შეასრულა.imageimageimageგენიალურ თაღლითად ითვლება გრაფი კალიოსტრო (ალესანდრო კალიოსტრო, იგივე ჯუზეპე ბალსამო (1743-1795 წწ.), რომელმაც ლონდონელი არისტოკრატები დააჯერა, რომ 1800 წლის იყო. მას ინგლისელები ე. წ. «ახალგაზრდობის ელექსირში» წარმოუდგენლად დიდ თანხებს უხდიდნენ. imageimageimageვირტუალურ თაღლითობასთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლის შემდეგ, რეიტინგში, პირველ ადგილზე ინტერნეტ–აუქციონები აღმოჩნდა. აუქციონებზე თაღლითებს, საბაზრო ფასებთან შედარებით, ბევრად უფრო იაფად გააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სპორტული აღჭურვილობა და სხვა. კლიენტის მიერ «შეძენილი» ნივთის საფასურის გადაიხდის შემდეგ, – გამყიდველი ქრება.
imageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაინტერესო ფაქტები ფულის გამყალბებლებზე
უცნაური იურიდიული კაზუსი
ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც 6 წლის ბავშვი იყო


0
199
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0