საზოგადოება როგორ გავხადოთ ჩვენი პასკა ორიგინალური? იდეები, რომლებიც სააღდგომოდ გამოგადგებათ 2018, 2 აპრილი, 0:41 სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია უგემრიელესი პასკის გარეშე, პასკა ხომ აღდგომის სიმბოლოა, ამიტომ თითოეული ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება ორიგინალური გამოაცხოს ან იყიდოს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცდილობს საკუთარი ხელით მოამზადოს, საკუთარი გემოვნებით...პასკის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, ისევე როგორც მორთვის.
გაინტერესებთ როგორ გახადოთ თქვენ მიერ მომზადებული სააღდგომო პასკა უფრო ორიგინალური? გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს: 1. მარციპანი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პასკის გასაფორმებლად, ის ხომ ათასნაირი ფორმის, ფერის...არსებობს. მისი მეშვეობით თქვენი პასკა უფრო მრავალფეროვანი და გამორჩეული გახდება. 2.თეთრი და შავი შოკოლადი საუკეთესო საშუალებაა პასკის გასაფორმებლად, იგი ორიგინალურთან ერთად ჩვენ პასკას უფრო გემრიელს ხდის. 3. თხილი, ქიშმიში, ქოქოსი და უამრავი სახის ჩირი გამოგადგებათ როგორც გასაფორმებლად, ისე მრავალფეროვანი გემოების შესაძენად. 4. პასკის მოსართავად ჩვეულებრივი კრემის ან ბეზეს გამოყენებაც არაჩვეულებრივი საშუალებაა. 96 4-ს მოსწონს
|