ტკბილეული 4 მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ფრანგული დესერტი 2018, 9 აპრილი, 0:21 ფრანგული სამზარეულო ნამდვილი ჯადოსნობაა! მათი დესერტები უგემრიელესია!
სტატიაში ფრანგული სამზარეულოს 4 ადვილად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ. ისიამოვნეთ!
ფრანგული ვაშლის ტარტიინგრედიენტები:➤ 150 გ კარაქი ➤ 5 ცალი დიდი ვაშლი ➤ 250 გ puff pastry ➤ 150 გ ყავისფერი შაქარი (ჩვეულებრივი თეთრი შაქარიც შეიძლება) ➤ ცოტაოდენი დარიჩინი როგორ მოვამზადოთ: 1. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და მოაყარეთ შაქარი. 2. გათალეთ ვაშლი და დაჭერით წვრილად. მოაყარეთ დარიჩინი ნაჭრებს და თანაბრად მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. 3. დაფარეთ ვაშლები puff pastry-ის ფენით და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. 4. აცადეთ ტარტს გაციება და შემდეგ ამოატრიალეთ ისე, რომ ვაშლები ზედა მხარეს იყოს. 5. კარგი იქნება, თუ ტარტს სუფრაზე გატანამდე ვანილის ნაყინსაც მოასხამთ. კრემ ბრულეინგრედიენტები: ➤ 750 მლ ნაღები ➤ 8 კვერცხის გული ➤ 200 გ შაქარი ➤ 4 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ➤ მარილის ნატეხიროგორ მოვამზადოთ: 1. მოათავსეთ ნაღები, შაქარი და მარილი ქვაბში. ნაღები ნელ-ნელა ჩაასხით დუღილის დროს. ცოტა ხანში გამორთეთ და 15 წუთით გააცივეთ. 2. კვერცხის გული და შაქარი ერთმანეთში აურიეთ და შემდეგ ნარევს დაასხით. 3. გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე. 4. კერამიკული გამოსაცხობი ფორმები უსაფუარო ცომით შეავსეთ. ატმისა და ბანანის სუფლეინგრედიენტები: ➤ 150 მლ რძე ➤ 10 მლ ნაღები ან კრემი ➤ 2 ატამი ➤ 1 მწიფე ბანანი ➤ 3 კვერცხი ➤ 5 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ➤ კარაქის ნაჭერი ➤ მარილის ნატეხიროგორ მოვამზადოთ: 1. აურიეთ რძე და ნაღები ერთმანეთში და მოათავსეთ ჯამში. 2. ჩანგლით დასრისეთ ბანანი. 3. განაცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან. ცილა მოგვიანებით დაგჭირდებათ. ათქვიფეთ კვერცხისგული, სანამ ფაუკი არ გახდება. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შქარი და ბანანი. აურიეთ ყველაფერი კარგად. 4. დაამატეთ კვერცხისა და ბანანის ნარევი რძეს და აადუღეთ დაბალ პარზე 5 წუთით. 5. დაჭერით მსხალი და მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი. გააკეთეთ პიურე ბლენდერის დახმარებით. მსხლებს დაამატეთ ბანანის კრემიც. 6. წაუსვით მაფინის ფორმებს კარაქი, ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი და შედგით მაცივარში. 7. გააცხელეთ მიკროტალღური ღUმელი 180 გრადუსამდე. 8. აურიეთ კვერცხის ცილა მარილს და მოასხით კრემს. 9. მაფინის ფორმის ნახევარი აავსეთ კრემით და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. ბლანმანჟე კენკრითინგრედიენტები: ➤ 500 მლ რძე ➤ 100 გ შაქარი ➤ 100 გ გაფქრცქვნილი ნუში ➤ 500 გ კენკრა (მარწყვი, მაყვალი, ჟოლო ან სხვა რომელიმე კენკრა) ➤ 6 გ ჟელატინიროგორ მოვამზადოთ: 1. მოათავსეთ ჟელატინი ჯამში და დაასხით ცოტაოდენი თბილი წყალი. 2. დააქუცმაცეთ ნუში ბლენდერის დახმარებით. 3. მოათავსეთ რძე, 80გ შაქარი და დაფქული ნუში ქვაბში. როგორც კი ნარევი დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცცხლიდან. გააციეთ 10 წუთის განმავლბოაში და შემდეგ საცერით გადაიტანეთ ჯამში. 4. გააშრეთ ჟელატინი და დაასხით თბილი რძე, სანამ მთლიანად დადნება. 5. ჩაასხით კრემი ფორმაში და შედგით მაცივარში 2-3 საათით. 6. გარეცხეთ კენკრა და გააკეთეთ მისგან სოუსი. დაამატეთ ცოტაოდენი შაქარი, თუ გინდათ, რომ ტკბილი იყოს. 7. მოასხით სოუსი ბლანმანჟეს და მორთეთ კენკრით. გემრიელად მიირთვით! 204 3-ს მოსწონს
|