კინო "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი" -ს ვარსკვლავი სტეფანი ოდრანი გარდაიცვალა 2018, 29 მარტი, 12:04
85 წელის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი, სტეფანო ოდრანი, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა ვაჟმა, მსახიობმა ტომ შაბროლმა.მსახიობი უკანასკნელ წლებში ავადმყოფობდა.
სტეფანო ოდრანი ცნობილი იყო როლებით ფილმებიდან "კუზენი", "დემარკაციული ხაზი" "მოღალატე ცოლი", "ყასაბი", "სისხლიანი ქორწილი" და მრავალი სხვა, განსაკუთრებით ცნობილი კი ქართველი მაყურებლებისთვის გახდა ესპანელი კინორეჟისორის ლუის ბუნეულეის "ოსკაროსანი" ფილმით "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი", რისთვისაც სტეფანო ოდრანს BAFTA-ს პრემია გადაეცა ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის.მსახიობი იყო აგრეთვე "სეზარის" და "ვერცხლის დათვის" პრემიების მფლობელი. შარშან BBC Culture გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო კინოკომედიის რეიტინგი, სადაც ფილმს "ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლი" №49 დასახელდა, თუმცა ფილმი ცალსახად კომედიის ჟანრს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
130 5-ს მოსწონს
|