x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რა საიდუმლოს მალავს გუსტავ კლიმტის ცნობილი ტილო -"კოცნა"?

ყველასთვის კარგადაა ცნობილი გუსტავ კლიმტის -"კოცნა". გაინტერესებთ რა საიდუმლოს მალავს მოცემული ნახატი, რა ისტორია აქვს მის შექმნას, ვინ არიან მასზე გამოსახულნი....? გთავაზობთ მოცემული ნახატის შექმნის ისტორიას:image

"კოცნა"- ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლიმტის ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული ნახატია. იგი მხატვარმა შექმნა 1907-1908 წლებში. მოცემული ნახატის ნახვისთანავე ყველას უჩნდება კითხვა, თუ ვინ არიან მასზე გამოსახულნი?

ტილოზე ასახულია შეყვარებული წყვილი, რომლებიც უფსკრულის პირას დგანან, ორივე შემოსილნი არიან ოქროსფერი ტანსაცმლით. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მასზე გამოსახულნი არიან თავად მხატვარი და ემილია ფლოგე, რომელთანაც გუსტავ კლიმტმა მარავალი წელი გაატარა, თუმცა ამ მოსაზრებას მრავალი არ ემხრობა. მოცემული მოსაზრების მოწინააგმდეგეები საკუთარ შეხედულებას ამყარებენ არგუმენტით, რომლის მიხედვითაც გუსტავ კლიმტი ავტოპორტრეტებს არასოდეს ხატავდა, აქედან გამომდინარე მასზე მხატვარი არ უნდა იყოს გამოსახული. imageარსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელსაც მრავალი უჭერს მხარს. ამ მოსაზრების თანახმად, ერთ-ერთმა გრაფმა მხატვარს დაუკვეთა დაეხატა ნახატი, სადაც მისი და მისი გულის სწორის კოცნა იქნებოდა აღბეჭდილი, ამისათვის მან გუსტავს გადასცა მედალიონი, რომელზეც მისი სატრფო იყო გამოსახული. როგორც ცნობილია გუსტავს მედალიონიდან მომზირალი ქალი შეჰყვარებია, ამიტომაც გადაწყვიტა დაეხატა ქალი, რომელიც კოცნით არ პასუცობს მამაკაცს.image


0
735
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0