x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქართული პრეზერვატივის მწარმოებელი "აიისა"საქართველოს საპატრიარქოს პასუხობს

image

პრეზერვატივის მწარმოებელი ქართული ბრენდი „აიისა" რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას "ფეისბუქის"საშუალებით პასუხობს.


"მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს ინტერესის გამოხატვისთვის და პრეზერვატივების ბაზარზე არჩევანის ქართულ ბრენდზე გაკეთებისთვის.

ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის და იმ მახასიათებლების აღქმა რაც ბრენდს გამოარჩევს მარტივია რიგითი ადამიანების უმრავლესობისთვის. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, მიიღონ მონაწილეობა მშვიდი გარემოს შექმნაში და გამოხატონ აზრი ძალადობის და მუქარის გარეშე.

ვიმედოვნებთ უახლოეს მომავალში შედგება აიისას როგორც ბრენდის და საქართველოს საპატრიქრქოს თანამშრომლობა ისეთ სოციალურ საკითხებში როგორებიცაა სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია."-წერს "აიისას"წარმომადგენელი.


image




შეგახსენებთ, გუშინ 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა."


საპატრიარქოს განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ მხარს ვერ დაუჭერენ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთანავე, მკვეთრ რეაგირებას ითხოვენ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.



"აიისას" წარმოებულ ქართულ პრეზერვატივებში საზოგადოების განსაკუთრებით დიდი გაღეზიანება გამოიწვია შეფუთვამ თამარ მეფის გამოსახულებით, თუმცა საერთო ჯამში უწონებენ კრეატიულობას.

image

image


0
576
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0