x
image
რუსო ჩარექიშვილი
ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმი- ერთდროულად საშიში და გამაოგნებელი სანახაობა
ადამიანის ფანტაზიას, რომ საზღვრები არ აქვს ამაში დარწმუნდებით ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმის ნახვის შემდეგ. ეს იმდენად გამაოგნებელი სანახაობაა, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი აღმიშნავს, რომ მოცემული სანახაობა საინტერესოსთან ერთად შემზარავიცაა.

image


ზემოთ ხსენებული მუზეუმი ერთადერთი წყალქვეშა მუზეუმია მსოფლიოში. იგი მდებარეობს მექსიკაში, კუნძულ გრენადას სანაპიროებთან, კარიბის ზღვის ფსკერზე.


image


ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმი მდებარეობს 10 მეტრის სიღრმეზე და შედგება ადამიანის 400 სკულპტურისგან.


image

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც მზის სხივები აღწევს ფსკერამდე, იგი წყლის დინებასთან ერთად მოძრავი სკულპტურების ილუზიას ქმნის.


image


ალბათ საინტერესოა რატომ არ აზიანებს მოცემულ სკულპტურებს წყლის დინება? პასუხი მარტივია-თითოეული ფიგურა 2 ტონას იწონის, ამიტომ მათ დინება ვერაფერს აკლებს.


image


მოცემული წყალქვეშა მუზეუმი შეიქმნა 2006 წელს, რათქმაუნდა მისი განხორციელება საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვდა. როგორც ცნობილია მოცემული პროექტი 350 მილიონი დოლარი დაჯდა.


image


სკულპტურები ისეთი შემადგენლობის ცემენტისგანაა დამზადებული, რომ მიიზიდოს ცოცხალი ორგანიზმები, აგრეთვე მოცემული შემადგენლობა ხელს უწყობს მათზე მარჯნების ზრდას.


image


აღსანიშნაბია ის ფაქტი, რომ ჯეისონ ტეილორის წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.


imageimageimageimage





0
17
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0