x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
13,000 წლის წინანდელი, უძველესი ჰოლანდიელი ქალი
უძველესი თავის ქალას ფრაგმენტი ჩრდილოეთის ზღვიდან


2013 წელს ჩრდილოეთის ზღვის ჰოლანდიის სანაპიროებზე აღმოჩენილ იქნა ამ ტერიტორიებზე ოდესმე ნაპოვნთა შორის უძველესი შემორჩენილი თავის ქალა, რომელსაც ჩაუტარდა რადიოკარბონული ანალიზი და დადგინდა, რომ ეკუთვნოდა 13, 000 წლის წინ, ძვ.წ. 110-ე საუკუნეში მცხოვრებ ქალს. მისი ხალხი მონადირეობით და შემგროვებლობით ირჩენდა თავს და ცხოვრობდა ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიებზე. ეს აღმოჩენა იმითაა განსაკუთრებული, რომ ბენილუქსის ქვეყნების (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) ტერიტორიაზე ადამიანის კვალის უძველესი ნიმუშია. დაახლოებით განისაზღვრა ქალის ასაკი და დადგინდა, რომ ის უნდა ყოფილიყო 22-დან 45 წლამდე ასაკის, თავისი გარდაცვალების მომენტში. ქიმიური ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ მისი ყოველდღიური საკვები უმეტესად მონადირებული ცხოველების ხორცი იყო და ნაკლებად მცენარეული საკვები.


13500 წლის წინანდელი ჰოლანდიური არტი


ასევე ჰოლანდიის ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროებზე 2005 წელს ერთ-ერთმა მეთევზემ აღმოაჩინა ბიზონის მხატვრულად დამუშავებული ძვალი, რომელზეც გამოსახულია ზიგზაგისებრი, დახვეწილი აბსტრაქტული ფიგურები გასაფორმებლად. ძვალს ჩაუტარდა რადიოკარბონული დათარიღება და მიენიჭა ამ რეგიონში ნაპოვნთა შორის უძველესი მხატვრული ნამუშევრის სტატუსი, ვინაიდან დამზადებული გამოდგა 13, 500 წლის წინ - ძვ.წ. 115-ე საუკუნეში. მიეკუთვნებოდა ფედერმესერის კულტურას, რომელიც გვიან პალეოლითში გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე.






ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0