x
image
კატო ემხვარი
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

image

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 55 წლის მუშა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი. "რამდენიმე წუთის წინ საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა."

image

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი. "უბედური შემთხვევა დილით მოხდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა. ბრიგადა რომელიც მუშაობდა ნომერ მეოთხე საამქროს სახურავის ფენილის შეცვლაზე, ერთ - ერთი წევრი, 61 წლის დავით ძაბირაძე ჩამოვარდა 38 ნიშნულიდან და გარდაიცვალა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ბრიგადა აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული აღჭურვილობით - ქამრებითა და კასკებით. დანარჩენს გამოძიება დაადგენს", - ნათქვამია ვასილ გველესიანის განცხადებაში.





0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0