x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის პატიმრობა მიესაჯა

imageიტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის 8 თვე ციხე და 600 ევრო ჯარიმა დაეკისრა თაღლითობისთვის.

image

2010 წელს მსახიობი არ გამოვიდა თეატრში სცენაზე და სპექტაკლი ჩააგდო, სადაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებდა, იმისთვის, რომ მსახიობს ჯარიმა არ დაკისრებოდა, თეატრს სამედიცინო ცნობა წარუდგინა, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ცნობა ყალბი გამოდგა.

image

როგორც გაირკვა, 8 წლის წინ ორნელა ავად კი არ იყო, არამედ რუსეთში იმყოფებოდა და საქველმოქმედო აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის თაოსნობით.ორნელა მუტის გარდა მაშინ იქ მრავალმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი.

image

მაშინ ეს მოვლენა ფართოდ გავრცელდა პრესაში, ასე, რომ თეატრს არ გაჭირვებია დაედგინა, რომ როდესაც ორნელამ სპექტაკლი "ავადმყოფობის" გამო გააცდინა, სინამდვილეში სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა.როგორც იტალიური გამოცემა Messagero Veneto-ო იუწყება, სასამართლომ ორნელა მუტის 8 თვე პატიმრობა და 600 ევრო ჯარიმა მიუსაჯა, თუმცა მსახიობს შეუძლია ციხის გარეთ მოიხადოს სასჯელი, თუ გირაოს- 30 000 ევროს შეიტანს.

image

წარმოშობით(დედის მხრიდან) რუსი-ესტონელი ორნელა მუტი(ფრანჩესკა რომანა რიველი) ქართველმა მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა:"არამზადას სიკვდილი"(1977), ჭირვეულის მორჯულება"(1980) "ცხოვრება მშვენიერია"(1980); "უზომოდ შეყვარებული"(1981) "ოსკარი"(1991) და სხვა.

image

0
2019
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0