საზოგადოება გერმანიაში მცხოვრები ქართველები სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეპორტაციის საკითხს ეხმაურებიან 2018, 1 მარტი, 10:52 საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში გავრცელებულ დეპორტაციის საკითხს ეხმაურებიან. თემა ძირითადად გერმანიას ეხება, რომლის მთავრობა არალეგალური ქართველების მხრიდან ქვეყნის დატოვებას მოითხოვს.
![]() გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება იქ მცოხვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ 3000 ევროს სთავაზობს. როგორც ირკვევა, ეს ის თანხაა, რომელსაც ემიგრანტებზე გერმანიის მთავრობა დეპორტის ხარჯად გასცემს. დაუდასტურებელი ინფორმაციით გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს გერმანიის მთავრობის მხრიდან ოფიციალური მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც მიუვიდათ, რომელშიც ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ. ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს გორიდან სასწავლებლად წასული ნინო ბესიაშვილი, მისი თქმით გერმანელების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება არც მას და არც მის გარშემო მყოფ ქართველებს არ უგრძვნიათ. შეგიძლიათ მოისმინოთ აიდიო სიუჟეტი: ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით გერმანიაში მცხოვრები ქართველების მხრიდან კრიმინალური ქმედებების გახშირების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი დააყენა. საქართველომ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება 2017 წლის 2 თებერვალს მიიღო, თუმცა ვიზალიბერალიზაციიდან 1 წელში ამ მონაპოვარის შენარჩუნება საფრხის ქვეშ დადგა. 90 3-ს მოსწონს
|