სხვა 37 წლის ქალი შემთხვევით ცოცხლად დამარხეს 2018, 17 თებერვალი, 5:27 ![]() dailymail-ის ცნობით, ბრაზილიაში, კერძოდ კი ბაიას შტატში 37 წლის ქალი როსანჯელა ალმეიდა დოს სანტოსი ცოცხლად დამარხეს. წყაროს ინფორმაციით, ექიმებმა მისი გარდაცვალება 28 იანვარს დაადასტურეს და სიკვდილის მიზეზად სეპტიკური შოკი დაასახელეს. დაკრძალვიდან მე-11 დღეს, გარდაცვლილის ოჯახს შეატყობინეს, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრის საფლავიდან ქალის ხმა ესმოდათ. საფლავის გათხრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას საფლავიდან თავის დაღწევა სურდა. ![]() ![]() 654 1-ს მოსწონს
|