x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს

ფუტკრები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არსებები არიან დედამიწის ზურგზე. ისინი თაფლს ცარცული პერიოდიდან აწარმოებენ ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც პლანეტაზე დინოზავრები სეირნობდნენ (100 მლნ. წ. წინ). მათზე უფრო შრომისმოყვარე, არავინ არიდ ჩვენს პლანეტაზე. მაგ., 454 მილიგრამი თაფლის მოსამზადებლად, ფუტკარი 2 მილიონ ყვავილზე უნდა დაჯდეს და 88 514 კმ. უნდა გაიფრინოს. მიუხედავად ასეთი თავგანწირვისა, ერთი საშუალო სტატისტიკური ფუტკარი, თავისი მოკლე სიცოცხლის მანძილზე (28-35 დღე), მხოლოდ 1/12 ჩაის კოვზ თაფლს ამზადებს. ეს პატარა მწერები, სკიდან, 3 კმ-ის ფარგლებში დაფრინავენ, რაც მათი ზომის გათვალისწინებით, იგივეა რომ ადამიანმა 204 კმ. გაიაროს.
თაფლი, რომელსაც ფუტკრები აწარმოებენ, ბევრი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მას მედიცინაში, კულინარიაში და ფოლკლორშიც კი იყენებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ თაფლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ კარგად იხსნება ცხელ წყალში, რაც თაფლიანი ჩაის დალევის შესაძლებლობას იძლევა ან ის, რომ ერთი კოვზი თაფლის ყოველდღიურად მიღება, ადამიანს ენერგიას მატებს. მაგრამ, ამ უნიკალურ პროდუქტს სხვა დანიშნულებაც აქვს:


image


თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი


თაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და არც ბაქტერიებს მისცემს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მუქი არის თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიალური თვისება.


ხველების საწინააღმდეგო წამალი


კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს ხველების დროს, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი ანტიჰისტამინური საშულებები.


თაფლი უძილობის მკურნალი


ადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ, 1 კოვზი თაფლი უნდა მიიღონ ან თაფლიანი ჩაი დალიონ. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, ასტიმულირებს მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს იწვევს.


თაფლი ართრიტის წინააღმდეგ


ვისაც ართრიტი აწუხებს, დილით და საღამოს უნდა მიიღოს თბილი წყალი თაფლით და დარიჩინით: 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 ჩ. კ. თაფლი და ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი. მისი რეგულარული მიღება, ქრონიკულ ართრიტსაც კი კურნავს.

შენიშვნა: თაფლი უნდა გახსნათ თბილ წყალში, რადგან თუ წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც საუზმის წინ თაფლიან და დარიჩინიან წყალს იღებდნენ, ერთი კვირის შემდეგ, თითქმის ნახევარს (200-დან 73-ს) ტკივილი გაუქრა, ხოლო 1 თვის შემდეგ – პაციენტების უმრავლესობას, ტკივილის გარეშე, შეძლო სიარული.


თაფლი აუმჯობესებს მხედველობას


თაფლიან წყალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი პროცესის ჩაქრობა. ამისათვის, საჭიროა 1 კოვზი თაფლის გაზავება თბილ წყალში და მისი მიღება ძილის წინ. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი სახით და აუცილებლად საღამოს საათებში.


თაფლი ანეიტრალებს სუნს პირის ღრუში


თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას სუნთქვისთვის სასიამოვნო არომატის მინიჭება შეუძლია. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩ. კ. თაფლის და 1/8 ჩ. კ. დარიჩინის გაზავება 0, 5 ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის პირში გამოვლების შემდეგ, სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.


თაფლი ამცირებს დიარეას ხანგრძლივობას ბავშვევში


«British Medical Journal»-ში გამოქვეყნდა ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში თაფლის გამოყენების კვლევის შედეგები. მიუხედევად იმისა, რომ თაფლის მიცემა არ შეიძლება ბავშვებისთვის 1 წლამდე, უფრო მოზრდილებისთვის, ის შეიძლება გასტროენტერიტის და მწვავე დიარეას სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.


თაფლი ქერტლს ამარცხებს


თუ ადამიანს ქერტლი და მშრალი კანი აქვს, თავში 90% თაფლის და 10% წყლის ნაზავი უნდა შეიზილოს და 3 საათის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანოს. ერთი პროცედურის შემდეგ, ქავილი შემცირდება, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად, ქერტლი გაქრება.


თაფლი სლოკინს აჩერებს


მიუხედავად იმისა, რომ სლოკინი ალკოჰოლით თრობასთან ასოცირდება, ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საიმედოდ ამშვიდებს ორგანიზმის ამ არასასურველ რეაქციას.

image
და ბოლოს, თაფლი ერთადერთი პროდუქტია დედამიწაზე, რომელიც არასდროს ძველდება.


0
2318
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0