x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პალეონტოლოგია - გადაშენებული ცხოველები
1. ზონეიტი

სახელი: ზონეიტი. Zoneait (დიდკბილა)

კლასიფიკაცია: ქორდიანი, რეპტილია (ქვეწარმავალი), ნიანგისებრი, თალატოზუხია, მეტრიორინქოიდეა

სახეობა: ზონეიტ ნარგორუმი


კვების ტიპი: ხორცისმჭამელი, თევზისმჭამელი

ზომა: ჯერჯერობით დაუზუსტებელი

ცნობილი საბინადრო: აშშ. ორეგონის შტატი.

არსებობის პერიოდი: 174 - 170 მილიონი წლის წინ. იურული პერიოდის ელენიურ ერაში.

აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: რამდენიმე ინდივიდის განამარხებული თავის ქალა და ყბის ნაწილები


ზონეიტი


2. ჟირაზუხუსი

სახელი: ჟირაზუხუსი, Zhyrasuchus

კლასიფიკაცია: ქორდიანი, რეპტილია (ქვეწარმავალი), ნიანგისებრი, ეუზიხია (?)

სახეობა: ჟირაზუხუს ანგუსტიფრონსი

კვების ტიპი: ხორცისმჭამელი

ზომა: ჯერჯერობით დაუდგენელია

ცნობილი საბინადრო: უზბეკეთი, ბისეკტის ფორმაცია.

არსებობის პერიოდი: 89.8 - 86.3 მილიონი წლის წინ. ცარცული პერიოდის კონიაკური ერა.

აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: პატარა ნაწილობრივი ნარჩენები.


ჟირაზუხუსი



3. ჟონგორნისი

სახელი: ჟონგორნისი Zhongornis

კლასიფიკაცია: ქორდიანი, ავე, ავებრევიკაუდა. ადრეული ფრინველი.

სახეობა: ჟონგორნის ჰაოე

კვების ტიპი: მწერიჭამია (?)

ზომა: აღმოჩენილი ინდივიდები (ბარტყები) 8 სანტიმეტრის სიგრძის იყო. ზრდასრულის ზომა კი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი საბინადრო: ჩინეთი. იქსიანის ფორმაცია.

არსებობის პერიოდი: 125 - 113 მილიონი წლის წინ. ცარცული პერიოდის აპტიური ერა.

აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: გაქვავებული ახალგაზრდა ინდივიდები.


ჟონგორნისი. ჟონგორნის ჰაოე


გადაშენებული ფრინველი,  გადაშენებული ფრინველები


4. ჟონგჯიანიხტისი

სახელი: ჟონგჯიანიხტისი. Zhongjianichthys (ანუ ჟონგჯიანის თევზი)

კლასიფიკაცია: ქორდიანი, კრანიატა, მილოკუნმინგიდე.

სახეობა: ჟონგჯიანიხტის როსტრატუსი

კვების ტიპი: ჯერჯერობით დაუდგენელი

ზომა: ჯერჯერობით დაუდგენელი

ცნობილი საბინადრო: ჩინეთი. იუანშანის ფორმაცია.

არსებობის პედიოდი: კამბრიული პერიოდი. 535-525 მილიონი წლის წინ.

აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: გაქვავებული ნამარხი ქვის ფილაში.


ჟონჯიანიხტისი



5. ჟანღეოთერიუმი

სახელი: ჟანღეოთერიუმი Zhangheotherium

კლასიფიკაცია: ქორდიანი, ძუძუმწოვარი, ტრეხნოთერია, სიმეტროდონტი, სპალაკოთერიოიდე.

სახეობა: ჟანღეოთერიუმ კვინკვეკუსპიდენსი

კვების ტიპი: მწერიჭამია

ზომა: 16 სანტიმეტრის სიგრძის ტანი, თუ კუდსაც ჩავთვლით უფრო მეტი.

ცნობილი საბინადრო: ჩინეთი. ლიაონინგის პროვინცია.

არსებობის პერიოდი: 130 - 125 მილიონი წლის წინ. ბარემიულიპერიოდის დასაწყისიდან, აპციურის დასაწყისამდე ცარცულ პერიოდში.

აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: ერთი სრული ჩონჩხია ნაპოვნი ხოლო დანარჩენები განამარხებული სხვადასხვა თავის ქალის და სხეულის ნაწილი.



ჟანღეოთერიუმი


ჟანღეოთერიუმი


გადაშენებული ცხოველები,  გადაშენებული ცხოველი.


ჟანღეოთერიუმი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0