საზოგადოება წერილი ციხიდან - ნიჭიერი პატიმრის საინტერესო ისტორია 2018, 1 თებერვალი, 17:51 ჟურნალისტი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი მანანა მანჯგალაძე ერთი ნიჭიერი პატიმრის საინტერესო ისტორიაზე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი ბიჭი უნდა გაგაცნოთ - შოთა მარტყოფლიშვილი. ის ჩვენც ცოტა ხნის წინ გავიცანით, როცა სასჯელაღსრულების მე-16 პენიტენციალური დაწესებულებიდან წერილი მოვიდა. პატიმარმა "დავით ბეჟუაშილის განათლების ფონდს" მომართა დახმარების თხოვნით. ერთი შეხედვით სტანდარტული წერილია, მაგრამ დამიჯერეთ ყველაფერი ძალიან საინტერესო. შოთამ 2015 წელს საპატიმროდან ჩააბარა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები საერთაშორისო ბიზნესის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე. მაღალი ქულებით დაასრულა პირველი კურსი, მაგრამ დაფინანსების მოპოვების მიზნით განმეორებით ჩააბარა გამოცდები. მოიპოვა კიდეც გრანტი, მაგრამ ბიუროკრატიული გაუგებრობის გამო პრობლემის წინაშე დადგა.. ეს სხვა თემაა. უფრო ილიაზე გვინდა მოგითხოთ, პატიმარს სწავლა უნდა, მოვიკითხეთ-მოვიძიეთ - საუკეთესო დახასიათება საპატიმროდან, საუკეთესო დახასიათება სასწვლებიდან სადაც ერთი წლის განმავლობაში ონლაინ სწავლობდა. აღმოჩნდა რომ გისოსებს მიღმა ძალიან საინტერესო ადამიანია. უკვე მეოთხე წელია საპატიმროშია, ეს ცნობილი ქეისი იყო. სასჯელს მე-4 წელია იხდის და კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. ციხეში შეძლო ფრანგულის და არაბულის სწვალა. არაბულით იმ მუსლიმი ბიჭის წყალობით დაინტერესდა რომელიც საკანში ყურანს კითხულობდა. არაბულს ფრანგული მოყვა და შემდეგ სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებით ინგლისური ენის თარაჯიმნის სერთიფიკატიც აიღო და იმ სამეცნიერო სტატიების თარგმნა დაიწყო რომელსაც უნივერიტეტიდან უგზავნიდნენ და შემდეგ სტუდენტებს დამხმარე ლიტერატურად ურიგებდნენ. საპატიმრომდე იყო ბანკი, 23 წლის ასაკში უკვე ფინანსური მენეჯერის თანამდებობა, უნივერსიტეტი, რუსთავის მათემატიკური სკოლა, მარტოხელა დედასთან ერთად გადანაწილებული საოჯახო საქმეები და პასუხისმგებლობა, რომელიც ერთ დღეს მთლიანად ამოტრიალდა ბრალდებით თაღლითობისა და სამსახურეობრივი მოვალოებების ბოროტად გამოყენების მუხლით.... ამ ყველაფრის შემდეგ ისევ შეძლო საკუთარ თავში ძალების პოვნა. შოთამ "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის "დახმარებით სწავლა უკვე განაგრძო, მაგრამ ჯერ კიდევ საპატიმროდან... შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ გვგონია რომ ის უკვე სხვა ცხოვრებისთვის არის მზად და ეს შანსი უნდა მივცეთ“. 182 2-ს მოსწონს
|