x
image
კატაპულტი
ჩრდილოეთ კორეა მასშტაბურ სამხედრო მზადებას იწყებს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის
image
ჩრდილოეთ კორეა კვლავ განაგრძობს მსოფლიოს დაშინებას და ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ მასშტაბური სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავს.შეგახსენებთ, წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში უნდა გაიმართოს.

პოლიტიკური ექსპერტების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა კონფლიქტის გამწვავებისაკენ იყოს მიმართული.ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ მოხდეს მორიგი რაკეტის გამოცდაც.

“CNN"-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეას სურს 8 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების შექმნის 70 წლისთავი აღნიშნოს.სწორედ ამას მიეძღვნება სამხედრო აღლუმიც, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება ასამდე საბრძოლო რაკეტა, მათ შორის საკონტინენტთაშორისო რაკეტებიც.

წლის დასაწყისში კიმ იონგმა დელეგაცია გაგზავნა ფხენიანში, რათა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის სურვილი დაეფიქსირებინა. სამხრეთ კორეამ და დანარჩენმა მონაწილე ქვეყნებმაც ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედება კეთილი ნების გამოხატულებად მიიჩნიეს და მის მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს, თუმცა, მოგვიანებით კიმ იონგმა უარი განაცხადა ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, მიზეზად კი სამხრეთ კორეის მხრიდან მიკერძოებულობა და შეურაცხმყოფელი ქმედებები დაასახელა.


მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ჩრდილოეთ კორეის მომავალ ქმედებებს ძნელად პროგნოზირებადს უწოდებენ.

ექსპერტების აზრით კი, მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა მალე დაიწყოს


0
215
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0