x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134497
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ისტორიაში ცნობილი დიდებული და ყველაზე სასტიკი ქმრები
ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისის მეფე ჰენრი VIII ცოლებს და ზოგადად, ქალებს უყურებდა, როგორც მატერიალურ მასალას, რომელიც უნდა გამოეყენებინა. image
ის ყოველთვის თავისუფლდებოდა, უკვე მობეზრებული ქალეისაგან. მეფე ჰენრი VIII ექვსჯერ იყო დაქორწინებული. ის ძალიან მალე ცივდებოდა იმის მიმართ, რასაც საკმაოდ რთულად აღწევდა.

იმისათვის, რომ დაქორწინებულიყო ანა ბოლეინზე, მეფემ რთული გზა გაიარა. ანა, უარზე იყო გამხდარიყო მეფის საყვარელი. შვიდი წელი მეფეს დასჭირდა განქორწინებისთვის, რის გამოც დაუპირისპირდა რომს, რომელმაც არ სცნო ეს ქორწინება და მეფემ განუდგა ვატიკანს და ჩამოაყალიბა ანგლიკანიზმი. image

ზუსტად სამი წლის შემდეგ, როცა ანამ მეფეს ქალიშვილი გაუჩინა ( მეფეს ყავდა ერთი ქალიშვილი უკვე და ძალიან უნდოდა მემკვიდრის დაბადება), ის დაადანაშაულა მონარქმა ღალატში და სასამართლოს გადასცა.

მეფეს ამ დროს, უკვე არჩეული ყავდა შემდეგი მეუღლე. მას სურდა ჯეინ სეიმურთან დაქორწინება. ანას სიკვდილით დასჯის შემდეგ, ერთ კვირაში მეფე ჰენრი VIII ისევ დაქორწინდა.


ჯეინ სეიმური მშობიარობისას გარდაიცვალა. როცა მეფეს ჰკითხეს, თუ რომელი გადაერჩინათ: ბავშვი თუ დედა, მეფემ უპასუხა:" გადაარჩინეთ ბავშვი, ქალს იმდენს ვიშოვი, რამდენჯერაც დამჭირდება".

შემდეგმა ქორწინებამ არ გაამართლა პორტრეტის გამო.... პორტრეტი მონარქს მეწონა, გასხვავებით პატარძლისგან. ზუსტად ნახევარ წელიწადში, ქორწინება გაუქმდა.

image

№5- ცოლი ეკატერინა ჰოვარდი, დაისაჯა სიკვდილით ღალატისთვის. image

ბოლო მეუღლე იყო ეკატერინა პარი, რომელიც გადაურჩა მეფეს. ის, მანამდე ორჯერ იყო გათხოვილი.


ივანე მრისხანე

ივანე მრისხანე მკაცრი და ცივი იყო მეუღეებთან და მოქმედებდა შემდეგი პრინციპით "არ არის ადამიანი, არაა პრობლემები" image
ზუსტად არაა ცნობილი, თუ რამდენი ცოლი ჰყავდა ივან მრისხანეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მას შვიდი მეუღლე ყავდა, რაც საეკლესიო კანონებს ეწინააღმდეგებოდა( დასაშვები იყო ორჯერ ქორწინება).image

პირველი და საყვარელი მეუღლე ანასტასია ზახარინი, მოწამლეს. შემდეგი მეუღლე, მარია ტემრიუკოვნა მრუშობაში იქნა შენიშნული და მოკლეს კრემლის ციხეში, თუმცა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის ჭლექით გარდაიცვალა.

შემდეგი მეუღლე, რომელზეც რუსეთის მეფე დაქორწინდა, იყო მარფა სობაკინა, რომელმაც ქორწინებიდან სულ რაღაც, ორი კვირა იცოცხლა. ის სავარაუდოდ, გარდაცვლილი მეუღლის, მარიას ძმამ მოწამლა, როდესაც მიაწოდა სამეფო სუფრიდან ცუკატები.

ერთი წლის შემდეგ, მეფე დაქორწინდა ანა კოლტოვსკაიაზე. ის არ მოსწონდათ სამეფო კარზე და მუდმივად ასმენდნენ მეფესთან. ანამ თავისი ცხოვრების 50 წელზე მეტი, მონასტერში გამოკეტილმა გაატარა. მეფემ თვალი ამჯერად, მარია დოლგორუკს დაადგა. პირველ ღამეს აღმოჩნდა, რომ მარია ქალწული არ იყო. ამისათვის ის სასტიკად დასაჯეს. მარია დაახრჩვეს გაყინულ მდინარეში 1573 წელს.

შემდეგი იყო 17 წლის ანა ვასილჩიკოვა, რომელიც გათხოვებიდან სამ თვეში, მკერდის დაავადებით გარდაიცვალა. შემდეგი მეუღლე, ვასილისა მელენტევა ცოცხლად დამარხეს . მხოლოდ, ბოლო მეუღლე მარია ნეგაია გადაურჩა მეფეს.

პეტრე I

რუსეთის იმპერიის მეფე, პეტრე I ამ სიაში ერთ-ერთი მიზეზით მოხვდა: მან დააძალა საკუთარ მეუღლეს ეყურებინა, თუ როგორ მოჭრეს თავი მის საყვარელსდა შემდეგ მოჭრილი თავით აშინებდა მას. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ორჯერ უმცროსი იყო პეტრე I-ზე, მას დიდი ხნის მანძილზე უყვარდა მეუღლე.


თუმცა პეტრე I ხშირად ღალატობდა მას, რის შესახებაც ეკატერინამ იცოდა და ზოგჯერ თავად უგზავნიდა პეტრე I -ს საყვარლებს, თუმცა შემდეგ თავადაც იგივე გააკეთა. ეს ამბავი პეტრე I გაიგო და მეუღლეს მოულოდნელად ესტუმრა, სადაც ის სხვის მკლავებში დაინახა. შემდეგ მან არამარტო დასაჯა ის სიკვდილით, ასევე მისი მოჭრილი თავი სპირტიან ქილაში მოათავსა. ეკატერინას საძინებელში შეატანინა და თვითონ სხვა ოთახში ეძინა. რამდენიმე დღის შემდეგ, დედოფალი ტირილით მივიდა მეფესთან, სამი საათის განმავლობაში სთხოვდა პატიებას. ამის შემდეგ მეფემ ქილა საძინებლიდან გაიტანა.



0
378
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0