x
image
melody_inside
ქართველი მოდელი მამაკაცების საუკეთესო ათეული
image





წარმოგიდგენთ იმ ქართველ მოდელ -მამაკაცებს, რომლებმაც სამოდელო საქმეში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველაზე მოთხოვნადი და ლამაზი ქართველი მოდელი მამაკაცები.











გიგა ლაზარეიშვილი







image







გიგა ლაზარეიშვილი ზურმუხტისფერთვალება მოდელია! მან შეძლო საქვეყნოდ ცნობილი ბრენდის, Dolce&Gabbana-ს წარმომადგენლების ყურადღების მიქცევა. ამ მოდის სახლის ახალ კოლექციას წარმოადგენს ჩვენებაზე, რომელიც ნოემბერში შედგება.











მახო მაჭარაშვილი







image







მახო მაჭარაშვილი სულაც არ ჩამოუვარდება რიჩარდ გირს ფილმიდან " ლამაზმანი".... მახო - თბილისის მოდის კვირეულების ხშირი სტუმარია. მონაწილეობას ღებულობს ცნობილი ქართველი დიზაინერის - გიორგი შაგაშვილის ჩვენებებში, ასევე სხვადასხვა ფოტოსესიებში.















გიორგი ნაზღაიძე








image




გიორგი ნაზღაიძე საქართველოს მოდელ მამაკაცებში პიონერია. გიორგი მონაწილეობას ღებულობდა არა მხოლოდ სხვადასხვა გადაღებებში და ფოტოსესიებში, არამედ აქტიურად გამოდიოდა მოდების ჩვენებებზე, მუშაობდა რადიო და ტელეჟურნალისტიკის სფეროში. განსაკუთრებული პოპულარობა მას «плейбой мальчик»-ის ფოტოსესიამ მოუტანა.













ლუკა ჯაჯვანი





image







ლუკა ჯაჯვანი «Elite Model Look Georgia — 2015» კონკურსის გამარჯვებულია. «Remember this boy» — სწორედ ასე ეწერა

«Elite Model Look»-ის ოფიციალურ გვერდზე ( რისი სახეც გახდა შემდეგში ჯაჯვანი). 17 წლის ბიჭი მოდელად მუშაობდა შანხაიში. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ სამოდელო სფეროში.











სერგი რიგვავა





image






სერგის დედა ჰოლანდიელია, მამა - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი. სერგი დაიბადა გერმანიაში, სადაც დაიწყო მისი სამოდელო კარიერა.. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა John Varvatos, Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino, Ermenegildo Zegna.









ზურაბ წილოსანი





image






ზურაბ წილოსანი გახდა «Mister Planet 2017»-ის ტიტულის მფლობელი. არის სააგენტო „კატრინ“-ის მოდელი და მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო კონკურსებში და ჩვენებებში. ის ფიტნეს-მწრთვნელიც არის და პროფესიონალურად ვარჯიშობს ბოდიბილდინგს.










ბერდია თოფურია






image





ბერდია თოფურიასთან წარმატება მოვიდა მას შემდეგ, როდესაც გახდა «Mister Valentine 2013»-ის ტიტულის მფლობელი. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ ჩვენებებში და რეკლამებში. ოცნებობს კინოში გადაღებაზე და საზღვარგარეთ მოღვაწეობაზე.










ირაკლი მაქაცარია




image





ირაკლი მაქაცარია 2016 წელს უკრაინის ტელეარხზე გამავალ ყველაზე რომანტიკულ ტელე-შოუში («Холостяк») ღებულობდა მონაწილეობას. სამშობლოში დაბრუნებული აგრძელებს მოდელის, წამყვანის და ბიზნესმენის აქტიურ კარიერას.





მირიან ჯეჯელავა




image




მირიან ჯეჯელავა ქართველი ჯუდ ლოუა - სწორად ასე უწოდებენ მას საქართველოში. მირიანი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა რადიო და ტელეწამყვანად, იღებდნენ კინოში, ფოტოსესიებში. გადაიღეს მისტიკურ ფილმში „სპამი“.







ირაკლი დათუკიშვილი




image




ირაკლი დათუკაშვილი მოხვდა «Best model of the world»-ის ტოპ- ათეულში. სწავლობს ჟურნალისიკის ფაკულტეტზე და პარალელურად აგრძელებს სარეკლამო კამპანიებში და ფოტოსესიებში მონაწილეობას.

იხილეთ ასევე:

1. სირცხვილი თუ გენიალური გამოგონება? მსოფლიოს იპყრობს სტიკერი- ქვედა საცვალი! ( +15)

2. სექსი, სქესი, მორალი– ქვედა საცვლის უცნობი ისტორია

3. 10 ფაქტი კლაუდია შიფერის შესახებ, რაც თქვენ არ იცოდით

4. ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვიყიდით?

5. 30 ვარცხნილობა და ფერი თხელი თმებისთვის: განსაცვიფრებელი მოცულობა!

0
757
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0