x
image
ლურჯი თოლია
რას ვერ იტანს მერწყული?
image

20 იანვარს მზე მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მერწყულების ჰეგემონიის პერიოდი დაიწყო.

ამ სტატიაში გაგაცნობთ რას ვერ იტანენ მერწყულები და რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად თვის მთავარ "გმირებს" :

ორგულობას – ერთი მეგობარი მყავდა და მოკვდა. არა თავად ის კი ცოცხალია, უბრალოდ მეგობარი მოკვდა.

თავისუფლების შეზღუდვას - ნუ იქნები ბარიერი ჩემს გზაზე, სულერთია გადაგახტები ან შემოგივლი, მაგრამ ჩემსას მაინც გავიტან.

რუტინას – მოწყენილობა ყველა ჩემს მიერ ჩადენილ სისულელეს ამართლებს.

საკუთარი ნაკლოვანებების შეხსენებას – თქვენზე უკეთ ვიცი ჩემი ცოდვების ქრონოლოგია-ანთოლოგია.

მტვერს და ბეწვეულს – მერწყულების უმეტესობა ალერგეტიკია, ნუ დაპატიჟებთ მას დაულაგებელ სახლში ან სოფელში ბებიასთან, მატყლის ჩეჩვის პროცესზე დასასწრებად.

ძალდატანებას – თქვენ მე ვერასდროს, ვერაფერს მაიძულებთ.. მოვინდომებ მაშინ, როცა თავად მომბეზრდება ამ მდგომარეობაში ყოფნა.

მევალეებს – ფულს არც ვასესხებ, არც ვისესხებ. ვალების ცეცხლივით მეშინია!

უბოდიშოდ გაღვიძებას – გივი ! ჩვენ ვართ გივი! - თუ გინდათ ღია ფანჯრიდან გამოფრენილი ნივთი მოგხვდეთ თავში, ჩაატარეთ ოპერაცია კოდური სახელწოდებით „გივი“ .

კონსერვატორებს – ყველა და ყველაფერი, რაც ნოვაციას ეწინააღმდეგება ჩემი ( და არამარტო ჩემი, ასევე კაცობრიობის) მტერია.

ადამიანებს რომელთაც არ სწამთ უცხოპლანეტელების – თუ მაინც და მაინც შენი სახლის თავზე ჩამომჯდარი მფრინავი თეფში არ გინახავს, ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში!



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვექტორული წყვილები - ანუ ვისი ბატონი ხართ და ვის ემორჩილებით

2. ახასიათებს თქვენს ურთიერთობას ეს 5 ნიშანი? მაშინ დროა ის შეწყვიტოთ!

3. 5 ნიშანი, რომ თქვენ იდეალური ქმარი გყავთ


0
311
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0