x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

image

ქრისტიანული რწმენის მიხედვით, მრავალი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარდაცვლილს “ძინავს"' საბოლოო განკითხვის დღემდე, რის შემდეგაც მოხდება ადამიანის განაწილება სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. ზოგს მიაჩნია, რომ სიკვდილის მომენტშივე ხდება ადამიანის განსჯა და გაგზავნა სათანადო ადგილას. თუმცა სხვანი ამტკიცებენ რომ ადამიანის სულები სიკვდილის შემდეგ “დროებით'' სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ხვდებიან, სადაც ელოდებიან საბოლოო აღდგომას, სამსჯავროს და მათი დანიშნულების ადგილას გაგზავნას. ასე რომ რას ამბობს ბიბლია კონკრეტულად იმის შესახებ თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ქრისტეს მორწმუნებს ბიბლია გვეუბნება, რომ გარდაცვალების შემდეგ მორწმუნეთა სულები სამოთხეში მიემგზავრებიან, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილიძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე ( იოანე 3:16, 18, 36) მორწმუნეთათვის, სიკვდილი იგივეა რაც, ყოველთვის მხნედ ვართ და ვიცით რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან. ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით მხნედ ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ. ამიტომ, სიკვდილის შემდეგ, ადამიანი გადადის “დროებით" სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში ამ დროებით სამყოფელის შემდეგ, საბოლოო სამსჯავროზე, არ იცვლება ადამიანის სამუდამო სამყოფი, ამ სამუდამო განსასვენებლის “ ადგილმდებარეობა'' ის რაც იცვლება მორწმუნებს აუცილებლად მიეცემათ ახალი ცისა და დედამიწის ხილვის საშვალება. ურწმუნოები კი აუცილებლად მოხვდებიან ცეცხლის თბაში და წავლენ საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი-საუკუნო სიცოცხლეში (მათე 25:46, იოანე 3:36) უფალი იყოს თქვენი მფარველი იხარეთ ორსავ სოფელსა შინა.

0
194
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორნიკე გოეგოძე
თორნიკე გოეგოძე
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0