ფეხბურთი მესის მორიგი რეკორდი - არგენტინელს ვერ აჩერებენ 2018, 23 იანვარი, 19:18 არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ლეგენდარული ათიანი "ლა ლიგაში" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 10 სეზონში მინიმუმ 25 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ათიანმა 25 გოლი გაიტანა, აქედან 19 "ლა ლიგაში", 3 ლიგაზე და 2 სამეფო თასზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხრა შემთხვევაში არგენტინელ ფეხბურთელს სეზონში 40 ბურთზე ნაკლები არ გაუტანია. 230 შეფასება არ არის
|