"მეგობრებო, სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც გადატრიალებას ახდენს ნარკომანიის მკურნალობის კუთხით, კერძოდ კი, კოკაინური დამოკიდებულების აღმოფხვრის მიმართულებით.
ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებას ნარკომანიის განკურნებასთან დაკავშირებით და ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომის მცირე განმარტებასაც შემოგთავაზებთ.
"საინტერესო ხედვა მაქვს ამ წუთას. ეს ნარკომანიას ეხება. ამ უკურნებელ სენს, ვხედავ, ადამიანები მოერევიან! დიახ, მერწმუნეთ, ასეა! რასაც ვხედავ, ძალიან მახარებს. ვხედავ უდიდეს გამოგონებას, ანუ სისხლზე დამზადებულ წამალს, რომლის მიღების შემდეგ ავადმყოფს, ანუ ნარკომანს საერთოდ ეკარგება სურვილი ნარკოტიკის მიმართ. როცა წამალი სისხლს შეერევა, შეაღწევს ტვინში და ზუსტად იმ ნერვიულ ქსოვილში ჩაჯდება, რომელიც აკონტროლებს ნარკოტიკის ძლიერ სურვილს და სურვილიც მომენტალურად ქრება. სამედიცინო ტერმინოლოგია არ ვიცი, როგორც ვხედავ, ისე აღვწერე. თუმცა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია".
ეს წინასწარმეტყველება ლელა კაკულიამ 2008 წლის 26 სექტემბერს ჩაწერა და გამოაქვეყნა კიდეც საავტორო გაზეთსა და წიგნში "ახალი სიტყვა".
2018 წლის იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის ფრიდმანის სახელობის ტვინის შემსწავლელ ინსტიტუტში მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოკაინზე დამოკიდებულებას ის უჩვეულო ცილა იწვევს, რომელსაც თავის ტვინში მდებარე იმუნური უჯრედების ერთ-ერთი ტიპი გამოიმუშავებს, მისი დათრგუნვით კი შესაძლებელია ადამიანის ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება.
აღნიშნული შრომა ამერიკელმა ნარკოლოგებმა ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნეს.
პროფესორი დრიუ კირალი (Drew Kiraly) აცხადებს: „ეს აღმოჩენა იმითაა საინტერესო, რომ დღეს, გარდა ფსიქოთერაპიისა, სხვა არანაირი მეთოდი არ გაგვაჩნია კოკაინური დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის... როგორც კი დავადგენთ, როგორ მუშაობს ეს ცილა, ბაზარზე უკვე არსებულ, ფერმენტ G-CSF-ის დამთრგუნველ პრეპარატებს სწრაფად მოვარგებთ კოკაინთან ბრძოლას“.
გამომდინარე იქიდან, რომ კოკაინურ ნარკომანებს, განსხვავებით ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან, არ აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული ფიზიოლოგიური დამოკიდებულება, მასთან ბრძოლა მეტად რთულია. ბოლო წლებში ნარკოლოგებმა და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტებმა არაერთხელ სცადეს კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო პრეპარატებისა თუ ვირუსების შექმნა. ამ დროისათვის არცერთი მათგანი არ არის ოფიციალურად დამტკიცებული.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა დღემდე არ იცოდნენ, სახელდობრ, როგორ ცვლის კოკაინი თავის ტვინის საიამოვნების ცენტრისა და სხვა უბნების მუშაობას, და ნერვული უჯრედების რომელი სასიგნალო ნივთიერებები და რეცეპტორები აგებდნენ პასუხს კოკაინის მოლეკულების ამოცნობაზე.
ამერიკელმა ნარკოლოგებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, პასუხი გაეცათ ამ კითხვებზე, რაც კოკაინზე დამოკიდებული ადამიანების საერთო მახასიათებელზე გაამახვილეს ყურადღება: მათი იმუნური სისტემის მუშაობა რამდენადმე განსხვავდება იმათგან, ვინც ამ ნარკოტიკს არ იღებს. სწორედ ამან აფიქრებინა სწავლულებს, რომ კოკაინზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას შესაძლოა იწვევდეს არა მხოლოდ თავის ტვინის, არამედ მთელი ორგანიზმის მუშაობაში მომხდარი ცვლილებები.
მეცნიერებმა საკუთარი იდეა მღრღნელებზე შეამოწმეს, შეადარეს რა კოკაინზე დამოკიდებული და ჯანმრთელი თაგვების სისხლის ნიმუშები ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ყველა ნარკომანი მღრღნელის სისხლი დიდი რაოდენობით შეიცავდა ცილა G-CSF-ს.
მაშინ მეცნიერებმა G-CSF-ი ჭარბად შეიყვანეს თაგვების თავის ტვინში მდებარე „კოკაინური დამოკიდებულების ცენტრში“ და მღრღენელბმაც მოუმატეს ნარკოტიკის გამოყენებას. ამ ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ აღნიშნული ცილა საკვანძო როლს ასრულებს კოკაინზე დამოკიდებულების კუთხით. Semdeg მეცნიერებმა საწინააღმდეგო ექსპერიმენტიც ჩაატარეს და თაგვების ტვინში ანტისხეულები შეიყვანეს, რომლებმაც G-CSF-ის მოლეკულები გაანეიტრალა.
ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ფერმენტის დაბლოკვის გზით, ადამიანის კოკაინზე დამოკიდებულებისგან განკურნება შესაძლებელია.
ახლა მეცნიერები G-CSF-ამდე ანტისხეულების „მიყვანის“ სხვა მეთოდის პოვნაზე მუშაობენ, ვინაიდან ამ დროსათვის ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: პირდაპირი ინექცია თავის ტვინში.