ფეხბურთი "დილამ" ჰოლანდიელი დაიმატა - ეროვნული ლიგა ძლიერდება 2018, 22 იანვარი, 18:11 ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონიდან ჰოლანდიელი ალვინ მატეუს ფორტესი ითამაშებს. ფორტესი "დილამდე" ჩეხეთის პრესტიჟულ ლიგაში, კერძოდ კი „ზბროიოვკა ბრნო“-ს რიგებში თამაშობდა. 23 წლის შემტევმა "ზბროიოვკას" რიგებში 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. გორელთა ახალი ლეგიონერი წარმოშობით კაბო-ვერდედან არის. კაპო-ვერდე ფიფას რეიტინგში 63-ე ადგილზეა, საქართველო კი – 104. 19 შეფასება არ არის
|