ფეხბურთი ჩაკვეტაძემ გაიტანა - "გენტს" ახალი ვარსკვლავი ჰყავს 2018, 22 იანვარი, 17:57 ბელგიის "სუპერ ლიგაში" მოასპარეზე "გენტმა" 22-ე ტურში "ლოკერენს" დიდი სხვაობით 3:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აღზევდა. ბოლო მე-3 გოლი ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და ტაბლოზე ანგარიში 3:0 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა და როგორც ბელგიური პრესა იუწყება ძირითადისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 47 შეფასება არ არის
|