x
image
კატო ემხვარი
10 ყველაზე ძვირადღირებული წიგნი მსოფლიოში
წიგნი არც ისე ძვირი სიამოვნებაა დღევანდელ მსოფლიოში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელექტრონული წიგნები თანდათან უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომია. თუმცა, არსებობს ისეთი წიგნები, რომლებშიც საკმაოდ დიდი თანხის, შესაძლოა, მილიონების გადახდაც კი დაგჭირდეთ.


ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ წიგნს მსოფლიოში:


10. ხეხილის შესახებ ( Treatise on Fruit Trees ) - $4.5 მილიონი

imageამ ორტომეულის ავტორია ფრანგი ბოტანიკოსი, აგრონომი, ფიზიკოსი, ინჟინერი, თანამედროვე აგრონომიის ფუძემდებელი, მწერალი, მეცნერებათა აკადემიის წევრი ანრი ლუი დუამელ დუ მონსო. წიგნი გამოშვებულია 1768 წელს. მცენარეთა ნახატებით გაფორმებულ წიგნში შეჯამებულია მონსოს 30 წლიანი შრომის შედეგები ბოტანიკის შესწავლაში.



9. გუტენბერგის ბიბლია ( Gutenberg Bible ) - $4.9 მილიონი

imageგუტენბერგის ბიბლია იყო ნაბეჭდი ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა მაინცში, გერმანია. ბეჭდვა დაიწყო 1455წლის 23 თებერვალს, მოძრავი ტიპოგრაფიის გამოყენებით. წიგნი დაიბეჭდა ე.წ. ტექსტურასა და შვაბახერზე. ყველაზე სრულად მოღწეულ ასლში 1282 გვერდია.


8. უილიამ შექსპირის კომედიები, ისტორიები და ტრაგედიები ( First Folio: Mr. William Shakespeare’s Comedies, Histories & Tragedies) - $6.16 მილიონი

image1623 წელს გამოქვეყნებული შექსპირის ნაშრომების ეს კოლექცია თავდაპირველად 750 ეგზემპლარს მოიცავდა. 82 ეგზემპლარი წარმოდგენილია ვაშინგტონში ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკაში.


7. კანტერბურგის ზღაპრები ( The Canterbury Tales ) - $7.5 მილიონი

image

ჯეფრი ჩუჩერის კანტერბურგის ზღაპრების ორიგინალის მხოლოდ 12 ეგზემპლარი არსებობს. ისინი 1998 წელს შეიძინეს ლონდონის წიგნის დილერებმა.


6. "ამერიკის ფრინველები" (The Birds of America) - $11.5 მილიონი

imageეს არის მხატვარ ჯონ ჯეიმს აუდუბონის წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია ფრინველის სახეობების ფართო სპექტრი. მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ამ წიგნის 119 ასლი. მათგან სამი გაიყიდა ყველაზე ძვირად: 11.5 მილიონ დოლარად, 8.8 მილიონ დოლარად და 7.9 მილიონ დოლარად.


5. ჰაინრიხ ლომის სახარება ( Gospels of Henry the Lion ) - $11.7 მილიონი

imageსახარება შეიქმნა 1188 წელს საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგის ჰაინრიხ ლომის მიერ. 226 გვერდიანი ხელნაწერი შედგება ოთხი სახარებისგან და გაფორმებულია უნიკალურ სტილში ჰელმარსჰაუზენის ბენედიქტეს სააბატოს ბერ–მონაზვნების მიერ.


4. როტშილდის ლოცვა ან როტშილდის საათები ( The Rothschild Prayerbook or Rothschild Hours ) - $13.4 მილიონი

imageეს არის მნიშვნელოვანი ფლამანდური წიგნი, რომელიც შესრულებულია არაერთი ავტორის მიერ. დღესდღეისობით წიგნი წარმოდგენილია ავსტრალიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.


3. ბაი ფსალმუნის წიგნი ( Bay Psalm Book ) - $14.165 მილიონი

imageეს არის პირველი წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს კოლონია ჩრდილოეთ ამერიკაში და შეიქმნა 1640 წელს კემბრიჯში, მასაჩუსეტში.


2. "მაგნა კარტა" ( Magna Carta ) - $21.2 მილიონი

imageთავისუფლების დიდი ქარტია „მაგნა კარტა“ შედგება პრეამბულისა და 63 მუხლისგან, რომლებიც შეადგენდნენ ბრიტანული მმართველობის საფუძვლებს.


1. "ლესტერის კოდექსი" ( Codex Leicester ) - $30.8 მილიონი

imageარ არსებობს ამ წიგნის არც ბეჭდვითი და არც სხვა რამე სახის ვერსია. იგი დაწერილია ლეონარდო და ვინჩის მიერ, რომელმაც მას დაარქვა „წყლის, მიწისა და საჰაერო საქმეების ტრაქტატი“. წიგნი 18 დიდი ფურცლისგან შედგება, რომლებიც დაკეცილია რვეულის ფურცლის ზომის 72 გვერდად. მისი წაკითხვა სარკის მეშვეობითაა შესაძლებელი. მასში აღწერილია მხატვრის ცნობილი გამოგონებები, პროექტები და იდეები.



0
274
3-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0