სიახლეები საქართველოში გრიპის ვირუსი საგრძნობლად გააქტიურდა.როგორ დავიცვათ მისგან თავი?! 2018, 21 იანვარი, 14:54
საქართველოში გრიპის ვირუსი ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად გააქტიურდა.მედიკოსთა განცხადებით, კლინიკებში ამ ნიშნით დაავადებულთა მიმართვიანობამ წინა თვეებთან შედარებით, ბევრად იმატა, თუმცა მდგომარეობის გაუარესებას ზამთრის მიწურულს კიდევ ელიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით კი, ვითარება საგანგაშო არაა.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროპასა და ავსტრალიაში გრიპის ვირუსით მილიონობით ადამიანი დაავადდა, ბევრ მათგანს მძიმე ფორმა დაუდგინდა, რამდენიმე კი გარდაიცვალა.
გრიპის ვირუსის გავრცელებული სიმპტომებია: თავის ტკივილი, ციება, ცხელება, სურდო, ხველა, ტემპერატურის მატება.
ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ რისკ-ჯგუფის ადამიანებს _ ბავშვებს, ორსულებს, მოხუცებს, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და დაბალი იმუნიტეტის ადამიანებს. მედიკოსების რჩევაა: ხშირად გაანიავოთ დახურული სივრცე, ხელები ხშირად დაიბანოთ საპნით( უმჯობესია სარეცხი საპონი), ისეირნოთ ყინვაში, ხოლო ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შემჩნევის შემთხევაში დროულად მიმართოთ ექიმს.სხვა შემთხვევაში შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია მოგიწიოთ. P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ! თემასთან დაკავშირებული სტატიები: “საყოველთაო ჯანდაცვა" არასაყოველთაო გახდა გაცივდით?– სექსი გიშველით ფრთხილად! თაფლი შეიძლება მომწამლავი იყოს 54 3-ს მოსწონს
|