რჩევები რომელი სამოსი უნდა შეიძინოთ ერთი ზომით დიდი და რომელი-ერთი ზომით პატარა 2018, 17 იანვარი, 16:07 საყიდლებზე სიარულისას ბევრი ქალის წესია ღრმად შეისუნთქოს და როგორმე შეძვრეს სასურველ სამოსში. დაივიწყეთ ბოლოს და ბოლოს რომ S ზომა კარგია, L ზომა კი ცუდი.
რა უნდა ვიყიდოთ ერთი ზომით დიდი? მაისურები მის შემადგენლობაში ხშირად შედის ბამბა, რომელიც გარეცხვის შემდეგ ასე ვთქვათ, შედგება ხოლმე და ახალი ნაყიდი მაისურიც კი, მეორე ჯერზე შესაძლოა გაჭირვებით ჩაიცვათ. საყელოიანი პერანგები დროთა განმავლობაში ისინიც იკლებენ ზომაში, მართალია არც იმდენად, როგორც მაისურები, მაგრამ მაინც. სირთულე ისაა, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ მისი რომელი ნაწილი დამოკლდება: მხრები, საყელო თუ სახელოები. ამიტომ ნუ შეიძენთ ისეთ პერანგს, რომელიც ზუსტად გაქვთ მომდგარი ტანზე. შალის სვიტერი პირველ რიგში-შალიც პატარავდება, მეორე კი-დიდი ზომის სვიტერში უფრო თბილად იქნებით. ამიტომ თამამად შეიძინეთ M-ის მაგივრად L. წინდები იგივე მიზეზი რაც მაისურების შემთხვევაში. ბამბის წინდები გარეცხვის შემდეგ ზომაში იკლებს. პატარა წინდები კი არცთუ კომფორტულია. ქვედა საცვლები ქვედა საცვლები დისკომპორტს არ უნდა გიქმნიდნენ და კანზე მათი რეზინებისგან ანაბეჭდი არ უნდა დაგრჩეთ. რა უნდა ვიყიდოთ ერთი ზომით პატარა? ჯინსი მათთან მიმართებაში კი ყველაფერი პირიქითაა. დროთა განმავლობაში ჯინსი ფორმას კარგავს და იწელება. თუ გასინჯვის დროს ცოტათი გიჭირთ შეკვრა-ეს კარგი ზომაა. სპორტული შარვლები თუ შემადგენლობაში თუნდაც 5% სპანდექსი შედის, ასეთი შარვალი აუცილებლად გაიწელება.თანაც, რაც უფრო ხშირად ჩაიცვამთ, მით უფრო. ამიტომ, ერთი ზომით პატარა შეიძინეთ. პოლიესტერის სვიტერი ასეთ სვიტერებს წელის და სახელოების გაწელვა ახასიათებთ, ამიტომ მათი ყიდვისას ეს გაითვალისწინეთ და ერთი ზომით პატარა შეიძინეთ, თუ არ გინდათ, რომ ცოტა ხანში საფრთხობელას გავდეთ. კოლგოტები თუ გარეცხვის შემდეგ კოლგოტებს მუხლის და კოჭების არეში ნაკეცევი შეამჩნიეთ, სცადეთ და მეორე ჯერზე ერთი ზომით პატარა კოლგოტი შეიძინეთ. 101 შეფასება არ არის
|