x
image
გემი დალანდი
2018 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდური ფეხსაცმელები
1.მაღალყელიანი ჩექმები

ეს ჩექმები არასდროს არ გადადიან მოდიდან. ჩექმები-მუხლამდე ყელით, იდეალურია როგორც ოფისისთვის, ისე გასასეირნებლად.ამ სეზონე მოდაში იქნება ისეთი ჩექმები, რომელშიც რამდენიმე ფერია შეხამებული.

imageimageimage

2. ბოტფორტები

ეს ფეხსაცმელი კაცებს აჯადოებს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მოდელებს, რომლებიც ნატურალური მასალისგანაა დამზადებული. ამ სეზონის საუკეთესო ვარიანტია მუქი ზურმუხტისფერი ზამში.


imageimage

3.ბოტილიონი

ამ დაბალყელიან ჩექმა-ფეხსაცმელს გამორჩეული ადგილი უკავიათ მოდის მიმდევართა გარდერობში. ისინი თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც ლამაზ ქვედაბოლოებს, ისე მოკლე ჯინსებს. უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის ბოტილიონებს-თუ გსურთ, რომ თქვენს ჩაცმულობას შარმი შესძინოთ. და რაც მათავარია-არ გამოგრჩეთ მბზინავი ბოტილიონები-წლის ჰიტი!

imageimageimage
4.ჩექმა-წინდები

ეს ჩექმები მართლაც ფეხსაცმლისა და წინდების სინთეზს მოგვაგონებენ. თუ გსურთ ამ წელს თავი მოდურად იგრძნოთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ ასეთი ჩექმა. უპირატესობა ტყავის ან ზამშის მასალას მიანიჭეთ.

imageimage

5. ყელიანი ფეხსაცმელი, ე.წ. “ბათინკები"

ასეთი-თასმებიანი ფეხსაცმელი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციებს ამ სეზონზეც. ყოველდღიურობაში ისინი ძალიან პრაქტიკულია და ქალებს შეუძლიათ ცოტა ხნით დაისვენონ მაღალი ქუსლებისგან. ამ წელს ძალიან მოდურია თასმებიანი ლაკის ფეხსაცმელიც.

imageimage


0
657
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0